საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 133
გამოცემის წელი: 2017
მკვლევრები: 
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად სამართლიანობის აღდგენა, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გამოაცხადა.ამ მიზნით, ეტაპობრივად დაიწყო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება, თუმცა, რეფორმების პროცესი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა მტკიცე პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემაში რეალური და თანმიმდევრული ცვლილებების შესატანად.
პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლება თანდათან დათმობებზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსის დომინანტ ჯგუფთან, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში.პარალელურად, თანდათანობით გაქრა დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის და, საბოლოოდ, თითქმის ყველა საკითხზე მათი აზრების თანხვედრაში გადაიზარდა. მოსამართლეთა დომინანტი ჯგუფისა და ხელისუფლების ასეთმა ურთიერთობამ ხელი შეუწყო მოსამართლეთა შორის ქრონიზმის გაძლიერებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას, რამაც სასამართლო სისტემა, შიდა დამოუკიდებლობის კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მყიფე საფუძვლის შექმნას ხელი შეუწყო სასამართლო ვადის მასობრივად ამოწურვამაც მოსამართლეებში. დღევანდელი მდგომარეობით,მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების უპირველეს დადასტურებას წარმოადგენს ის კითხვის ნიშნები,რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებთან დაკავშირებით არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან დღემდე ინსტიტუციურ დონეზე რიგი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა_ შესაძლებელი გახდა საბჭოს სხდომების მონიტორინგი და ღიაობის პრინციპი ხშირად ფორმალურად დაცულია_ სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რაც სისტემის ჩაკეტილობასა და დახურულ კარს მიღმა არაფორმალური მოლაპარაკებების წარმოებაში გამოიხატება. მსგავსი ვითარება ართულებს პრობლემების ნათლად დანახვასა და სასამართლოში არსებული ვითარების სისტემურ ანალიზს.
კვლევა მომზადებულია „კოალიცია დამოუკიდებელი და გმჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრი ორგანიზაციების მიერ და ის მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემაში 2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმებისა და ცვლილებების ანალიზს, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენას.
ინსტრუქცია