[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ლგბტი უფლებები / განცხადება

პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადება ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს კონსტიტუცია (მე-7 მუხლი), როგორც საზოგადოებრივი შეთანხმება, ადგენს სახელმწიფოსა და ხალხის ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციურ პრინციპს. სახელმწიფო ერთი მხრივ ცნობს და მეორე მხრივ ვალდებულია დაიცვას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ხოლო ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით.

სწორედ სახელმწიფოსა და ხალხის (უმრავლესობის) ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციური პრინციპის ერთერთი გამოხატულებაა საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომელიც ცალსახად კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რითაც კონსტიტუცია იცავს ინდივიდებს უმრავლესობის ტირანიისაგან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საინიციატივო ჯგუფის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგი შინაარსის სარეფერენდუმო შეკითხვა წარედგინა: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“. ბუნებრივია, სარეფერენდუმო კითხვის მსგავსი სახით დაყენება პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის მე-16 და 36-ე მუხლებით და პირთა პირად და საოჯახო ურთიერთობებს შეეხება. ხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არამხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის უფლებებისთვის იქნება ზიანის მომტანი, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს და იქცევა საშიშ პრეცედენტად უმრავლესობის ხელში უმცირესობათა და ადამიანის უფლებების შესაზღუდად.

კონსტიტუცია, როგორც ცოცხალი დოკუმენტი, მოითხოვს მისი დებულებების საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლისა და განვითარების კვალდაკვალ განმარტებას. ხსენებული განმარტების ევოლუციური პრინციპი, რომელიც ზოგადად დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა სამართლისათვის, ადამიანის უფლებათა კონცეფციების განმარტებას მოითხოვს არა ისე, როგორც ის კონსტიტუციის შემუშავების დროს ან თუნდაც რამდენიმე წლის წინ მიიჩნეოდა, არამედ დღევანდელი ცნობიერებისა და განვითარების გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ასეთ მიდგომას იყენებს კონსტიტუციის დებულებათა განმარტებისას და მას ცოცხალ დოკუმენტად აქცევს. ამის თვალსაჩინო მაგალითებია თანასწორობის უფლების, ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების და სხვა უფლებათა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დინამიური განვითარება და კონსტიტუციით გარანტირებული დაცული სფეროს ფარგლების უფრო ვრცლად დანახვა. შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა საკითხებზე საფრთხის შემცველი იქნება უფლებათა სამომავლო განვითარებისა და კონსტიტუციის სიცოცხლის უნარიანობისთვის.

სამწუხაროა, რომ სარეფერენდუმო ინიციატივა ღიად მხარდაჭერილია ხელისუფლების მიერ. საქართველოს კონსტიტუციაში სამოქალაქო ქორწინების ცნების ცვლილების საკითხის აქტუალიზება ხელოვნურად არაერთხელ მომხდარა. 2016 წლის მარტში საპარლამენტო უმრავლესობამ მიმართა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტით. ცვლილება მიზნად ისახავდა საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრას შემდეგი ფორმულირებით: „ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას“. აღნიშნულ ცვლილებას ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება გარანტირებული იქნებოდა კონსტიტუციის დონეზე, თუმცა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში ქვორუმის უქონლობის გამო ჩავარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობათა სამართლებრივ ფორმატში მოქცევის შესაძლებლობას და ლგბტ თემს პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს დაუყენებია, მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა წინასაარჩევნო პროცესში კონკრეტული სოციალური ჯგუფის ინსტრუმენტალიზაციის და პოპულიზმსა და სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების მცდელობაა. მაშინ როცა, ლგბტ თემი შეკრებისა და გამოხატვის ბაზისური თავისუფლებებით ვერ სარგებლობს, პოლიტიკური ელიტის მხრიდან ირაციონალურ შიშებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, აფერხებს საზოგადოების პოლიტიკურ და სამოქალაქო განვითარებას. მეტიც, იმ პირობებში, როდესაც ლგბტ თემი მუდმივად აწყდება სტრუქტურულ ძალადობასა და დისკრიმინაციას, რეფერენდუმთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარე საჯარო დისკუსიებში ჰომოფობიური დისკურსის გაძლიერება კიდევ უფრო აზიანებს თემის უფლებრივ მდგომარეობას და ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობისა და სიძულვილის ზრდის ხელშემწყობ პირობებს ქმნის.

შექმნილ ვითარებაში მიგვაჩნია, რომ რეფერენდუმზე გასატანი საკითხი არ წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს, როგორც ამას რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონი ითვალისწინებს და ის არსებითად არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისების გადაფარვას ემსახურება. ამავდროულად, მსგავსი რეფერენდუმი, როგორც პრეცედენტი, რომელიც უმრავლესობის ნების საფუძველზე კონკრეტული ადამიანებისა და ჯგუფების უფლებების ფარგლებს და გარანტიებს ცვლის, წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს დემოკრატიული სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანისთვის, რომელსაც სხვა კონტექსტში ასევე შეიძლება შეეხოს უმრავლესობის ტირანია.

ვთვლით, რომ რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდისა და სხვა პარტიების მიერ გამოყენებული არგუმენტი, რომ განსახილველი საკონსტიტუციო ცვლილება პრორუსული პოლიტიკური ძალების მხრიდან ჰიპოთეტური პროვოკაციის შესუსტების ინსტრუმენტია, არსებითად უსაფუძვლოა და ამ გზით ის იმეორებს და აწარმოებს სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც აღნიშნული პრორუსული ჯგუფები ატარებენ. მეტიც, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ლგბტ საკითხების უფლებრივი კატეგორიიდან “მორალისა” და “ტრადიციების” კონტექსტში გადატანა და ამ საკითხებით სპეკულირება წინასაარჩევნო პერიოდში ელექტორატის მობილიზაციისათვის, პირველ რიგში, აძლიერებს სწორედ რუსული პოლიტიკური ელიტის მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ ნარატივს.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ამავდროულად, ამგვარი ნაბიჯი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებს, მორალსა და ტრადიციებს შორის ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების კიდევ უფრო გაძლიერებას, ლგბტ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წახალისებას და საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც პირდაპირ აისახება დისკრიმინაციულ პრაქტიკებში, ლგბტ ჯგუფისა თუ ჯგუფის ცალკეული წევრების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს სახელმწიფოში, არ დანიშნოს რეფერენდუმი და ამ გზით ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს მშენებლობას.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია ( GRASS )

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

ლგბტ საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

კავშირი “საფარი”

საერთაშორისო- გამჭირვალობა საქართველო (TI)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“