წინამდებარე კვლევაში რელიგიის მარქსისტული კრიტიკის ახალ ტალღაზე“საუბრისას ძირითადად დავეყრდნობით ამ ოთხი ავტორის იმ ნაშრომებს, რომლებმაც მათი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ნიადაგზე საჯარო წერილების ფორმა მიიღეს.
ხსენებული ავტორების მიხედვით, რელიგიის მარქსისტულმა კრიტიკამ დაკარგა მისი დიალექტიკური -ორმაგი მნიშვნელობის - ხასიათი, რასაც სავალალო პოლიტიკური შედეგები და მათი ინტელექტუალური გამართლება მოჰყავს.