საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში თანამდებობის პირების მონაწილეობის არაერთი შემთხვევის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ არ შემოწმებულა,
შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლებას დღემდე არ მოუხდენია სათანადო რეაგირება ამ მასალებზე, ხოლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარები გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით გვაფიქრებინებს, რომ მათ გაცნობიერებული არ აქვთ პრობლემის სერიოზულობა.
ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო მძიმე კორუფციული დანაშაულისა და ქონების უკანონოდ გადაცემის მოთხოვნის შემცველ ფაქტებს ასაჯაროებს. ერთ-ერთ ჩანაწერში “ომეგა ჯგუფის” პარტნიორთან ზაზა ოქუაშვილთან საუბრობენ მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტების რეალიზაციიდან 50% წილის ქართული ოცნების ფონდისთვის გადაცემის შესახებ. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ავტომობილების გადაცემას სთხოვს. როგორც ჩანაწერიდან იკვეთება ავტომობილები განკუთვნილია ლევან ყიფიანისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის. 24 სექტემბერს გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და გიორგი ჩუბინიშვილის (ომეგა ჯგუფის კონკურენტი კომპანია “თბილისის თამბაქოს” ერთ-ერთი აქციონერი) საუბარია ასახული. ჩანაწერში ნათლად იკვეთება, რომ თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.
საკითხის მნიშვნელობიდან და ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებულ მასალებში მაღალი თანამდებობის პირების სახელები ფიგურირებს და კორუფციაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობის ნიშნები იკვეთება, შექმნილი მდგომარეობა ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. გარდა ამისა, პრობლემის შესაძლო სისტემური ხასიათი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ბოლო დროს გამოვლენილი სავარაუდო კორუფციის ფაქტების ფონზე, აუცილებელს ხდის შესაბამის სისტემურ ნაბიჯებს.
ამ ეტაპზე, საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საფარი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ინსტრუქცია