[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გაეროს სპეციალურ მომხსენებელს კლემენტ ნიალეტსოს ვულუს მიმართავს

 

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“[1] სახელით, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობაზე, რომლის გამოყენებითაც გრძელდება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა.

  1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირითადი გამოწვევები

საქართველოში სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ სახდელებს და განსაზღვრავს სახდელთა დადების პროცედურებს შედარებით მსუბუქი დარღვევებისთვის. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები არანაირ გავლენას არ ახდენს ყველაზე უფრო გავრცელებულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც, მათი ბუნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის სფეროს განეკუთვნება.  

დღეისათვის საქართველოში მოქმედებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მიღებულია 1984 წელს), რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და გამოიყენება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების არამართლზომიერად შესაზღუდად.

მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობას, რაც თავისი ბუნებით მოითხოვს სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული პროცედურული გარანტიების გამოყენებას. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს გააჩნია; არ ითვალისწინებს უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებს; მოსამართლეს არ ავალდებულებს, იხელმძღვანელოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქმის განხილვის და სანქციის გამოყენების შემჭიდროებული პროცედურები ვერ უზრუნველყოფს ეფექტური წარმომადგენლობის განხორციელებას (საქმის განხილვა შესაძლოა გაგრძელდეს 10-15 წუთს). შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას[2].

ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის გამოყენებით, ყოველწლიურად არაერთი პირის საქმე განიხილება.  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2017 წლის განმავლობაში სასამართლომ განიხილა 29 350 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე, საიდანაც 17 897 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა[3]. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მართლმსაჯულებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, თუმცა ადმინისტრაციული საქმეების დიდ ნაწილს, მათ შორის შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წელს მხოლოდ 166-ე და 173-ე მუხლებით[4] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა 7910 პირის მიმართ, 2017 წლის მონაცემებით, ამ ციფრმა 6 744 შეადგინა.

სახელმწიფო აღიარებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის საჭიროებას. 2014 წლის 9 ივლისს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014-2015 წლების), სადაც ერთ-ერთ ამოცანად მითითებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის სისტემური გადასინჯვა[5]. 2016-2017 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მოხდებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინიცირება.

2014 წლის 3 ნოემბრის #1981 განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ შექმნა სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია. 2016 წლის იანვარში კი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის პროექტი, თუმცა მისი ინიცირება პარლამენტში ამ დრომდე არ მომხდარა, ასევე, აღარ გაგრძელებულა შემდგომი დისკუსიები/განხილვები.

ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთადერთი სწორი ცვლილება, მისი სისტემური გადასინჯვაა. თუმცა, ხელისუფლება ცალკეულ სამართალდარღვევებზე ამკაცრებს სანქციებს ისე, რომ არ ასწორებს კოდექსის პროცედურულ შეუსაბამობას საერთაშორისო სტანდარტებთან. მაგ: ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ  საკანონმდებლო პაკეტს[6], რომლითაც გრძნობლად იზრდება ჯარიმების ოდენობა  წვრილმანი ხულიგნობის  შემთხვევაში - 100 ლარიდან 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის - 250-2000 ლარიდან - 1000-დან 4000 ლარამდე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანს მოსახლეობაში კანონმორჩილების ხარისხის გაზრდა წარმოადგენს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შეიცავს სპეციალურ მუხლს და სანქციას შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევისთვის.  ადმინისტრაციული სანქციები მოიცავს ფულად სახდელებს და ადმინისტრაციულ პატიმრობას. ამის მიუხედავად, პოლიცია შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ ამ სპეციალური მუხლის ნაცვლად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებს იყენებს. შესაბამისად, ზემოხსენებული, ხულიგნობასთან და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის სანქციებს და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მშვიდობიანი მანიფესტაციების უფლების რეალიზაციაზე.

მიგვაჩნია, რომ არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედების პირობებში ცალკეულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების საგრძნობი ზრდა იქონიებს მსუსხავ ეფექტს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაუბრკოლებელ რეალიზებაზე.

  1. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის პრაქტიკა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის გამოყენებით

პოლიცია შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების საწინააღმდეგოდ აქტიურად განაგრძობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმების აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებას. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავება ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობა), 150-ე (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება)  მუხლების საფუძველზე ხდება. ამ მუხლების გამოყენებით შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვის შემთხვევები წლების განმავლობაში დოკუმენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ანგარიშებში[7]

  • ადმინისტრაციული დაკავება და ადმინისტრაციული პატიმრობა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას. ადმინისტრაციული დაკავება უზრუნველყოფის ღონისძიებაა, ხოლო პატიმრობა ადმინისტრაციული გადაცდომისათვის დადგენილი ყველაზე მკაცრი სახდელი. როგორც ადმინისტრაციული დაკავება, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობა არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებში საფრთხეს უქმნის პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაკავების მაქსიმალურ ვადად 12 საათს ადგენს, თუმცა, თუ პირის დაკავება არასამუშაო დროს მოხდა, მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება ნებადართულია 48 საათის განმავლობაში. მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ისიც, რომ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას; ასევე, როგორც წესი, პოლიცია დაკავების ოქმში არ ახდენს დაკავების კონკრეტული საფუძვლის მითითებას, რაც ართულებს პოლიციის მოქმედების კანონიერების შემოწმებას. ზოგ შემთხვევაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გამოიყენება დაკავების მაქსიმალური ვადა. პოლიცია დაკავებას იყენებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს დაკავების შესაძლებლობას. მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს ისიც, რომ დაკავებულ პირს არ განემარტება დაკავების გასაჩივრების უფლება და ვადები.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობას, დღეისათვის, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღეა. ადმინისტრაციული პატიმრობის საქმის განხილვისას, პროცესის თითოეულ ეტაპზე სახეზეა პირის ფუნდამენტური უფლებების შელახვა და მისი ადეკვატური სამართლებრივი გარანტიების გარეშე დატოვება. ადმინისტრაციული პატიმრობა არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისათვის დამახასიათებელი სანქცია. მისი სისხლისსამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არ შეიძლება ითვალისწინებდეს სანქციებს, რომლებიც ითხოვს პირის თავისუფლებაში მსგავსი ინტენსივობით ჩარევას. [8]

  • წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, წვრილმან ხულიგნობად მიიჩნევა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

ამ მუხლის საფუძველზე მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დაკავებული პირების საქმეების ანალიზი აჩვენებს,[9] რომ წვრილმანი ხულიგნობის დეფინიციის განმარტებისას სასამართლო ადმინისტრაციული გადაცდომის ფარგლებს ძალიან ფართოდ, სიტყვისა და გამოხატვით თავისუფლების უფლების საწინააღმდეგოდ განმარტავს, რაც პოლიციას შესაძლებლობას აძლევს მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები დაუსაბუთებლად შეზღუდოს და მოაქციოს წვრილმანი ხულიგნობის ფარგლებში.

  • პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (173-ე მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ გადაცდომად მიიჩნევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი  დაუმორჩილებლობა.

პრაქტიკაში გამოვლენილი შემთხვევები მოწმობს, რომ სასამართლო სამართალდარღვევის დადასტურებას ახდენს ისე, არ ამოწმებს პოლიციელის მოქმედების კანონიერებას, ან თუ ამოწმებს, შემოწმება ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, აქვს თუ არა პოლიციას ზოგადად კონკრეტული მოქმედების განხორციელების უფლება და არ მსჯელობს განსახილველ შემთხვევაში პოლიცია რამდენად სწორად იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამგვარი პრაქტიკით, პოლიციელს ეძლევა შესაძლებლობა, აქციის მონაწილეებს დასაბუთების გარეშე შეუზღუდოს შეკრების ჩატარების ადგილისა და ფორმის არჩევის უფლება.[10]

  • თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება (150-ე მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (150-ე მუხლი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებად მიიჩნევს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური  შესრულებას შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ასევე ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

ამ მუხლის საფუძველზე ნაწარმოები საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ მისი გამოყენებით შესაძლებელია შეიზღუდოს ხელისუფლებისათვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმები.  ეს ნორმა არ იცავს გონივრული ბალანსი ქალაქის ესთეტიკის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.[11]

შეჯამება

მიუხედავად მცდელობებისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით მომხდარიყო მისი დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, შედეგი ვერ იქნა მიღწეული, რადგან არსებული კოდექსის ფრაგმენტული გადახედვა ვერ უზრუნველყოფს მის გარდაქმნას იმგვარად, რომ სრულად აღმოიფხვრას კანონმდებლობაში არსებული პრობლემები და მისი არაკონსტიტუციური გამოყენება. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საქართველომ უფლებების შემზღუდველი კოდექსის მოქმედება უნდა დაასრულოს მისი ძირეული რეფორმით.

სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოვლენილი უმოქმედობა გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო არ ჩქარობს რეფორმის გატარებას და მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სახით ინარჩუნებს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში დაუსაბუთებლად ჩარევის მძლავრ მექანიზმს.

სწორედ ამიტომ, გვსურს მოგმართოთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმები, შეისწავლოთ და შეაფასოთ საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმას. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ წარმოგიდგინოთ დამატებითი ინფორმაცია.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 2011 წელს შეიქმნა და აერთიანებს საქართველოში მოქმედ 36 არასამთავრობო ორგანიზაციას. კოალიციის მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად. კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კვლევა და მონიტორინგი, სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება, და საჯარო დისკუსიების წარმართვა მართლმსაჯულების სისტემის მწვავე პრობლემებზე. http://www.coalition.ge/index.php?article_id=1&clang=1;

[2] How to End Georgia’s Unconstitutional Use of its Administrative Offenses Regime Judicial Independence and Legal Empowerment Project (JILEP) October 15, 2013 http://ewmi-prolog.org/images/files/5244Eng_Admin_Regime_JILEP_Report_Oct_30_final.pdf;

[3] http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2017w-statistic-12.pdf

[4] 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა, 173-ე მუხლი - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა;

[5] საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის #445 დადგენილება;

[6]კოალიცია მიმართავს პარლამენტს, არ გაამკაცროს სანქციები ადმინისტრაციულ გადაცდომებზე, 01.03.2018  http://coalition.ge/index.php?article_id=178&clang=0;

[7] მაგ: იხ. a. Human Rights Watch, Administrative Error: Georgia’s Flawed System of Administrative Justice (January

2013, https://www.hrw.org/sites/default/files/reports/georgia0112ForUpload.pdf

  1. Report 26 May Analysis of Human Rights Violations during and related to the Dispersal of the May 26 Assembly, GYLA, 2011 https://goo.gl/nKDmpz
  2. Political Neutrality in the Police System, EMC, 2016 https://emc.org.ge/2016/09/07/emc-130/
  3. Protests Considered to be an offence, GYLA, 2017 https://goo.gl/ocENXL

[8] იხ. კოალიციის განცხადება ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით http://www.coalition.ge/index.php?article_id=123&clang=1

[9] ანგარიში ,,სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“, საია, 2017. ანგარიში მიმოიხილავს 2015-2016 წლებში მშვიდობიანი შეკრების უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე პირების მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს. ანგარიში საია-ს თბილისისა და რეგიონული ოფისების წარმოებაში არსებულ 9 ეპიზოდს აერთიანებს და 38 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოიცავს. https://goo.gl/LEY4BX

[10]  აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იხ. საია-ს განცხადება https://goo.gl/y9twWc

[11]  ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია სარჩელი იხ. საია-ს განცხადებაhttps://goo.gl/f2yuy6

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“