საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში მწვავე დისკუსია გამოიწვია ტელეკომპანია „იმედის” ეთერში 26 ივლისს გადაცემა „იმედის კვირაში” გასულმა სიუჟეტმა, რომელიც რეალური ქალის მიერ ოჯახში განცდილ ძალადობას და ე.წ. „ქალიშვილობის ინსტიტუტის” ფენომენიდან გამომდინარე პრობლემატიკას ასახავდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სიუჟეტის წარდგენისას, ასევე დასრულების შემდეგ ჩანს გადაცემის წამყვანების განზრახვა, რომ ინციდენტი პრობლემის კუთხით წარმოჩნდეს, თავად სიუჟეტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის რევიქტიმიზაციას და მავნე სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას ახდენს.
ჟურნალისტური პროფესიული სტანდარტები მოითხოვს ადამიანის ღირსების, პირადი ცხოვრების და სივრცის პატივისცემას და დაუშვებლად მიიჩნევს ემოციებით და განცდებით მანიპულირებას. ამ სიუჟეტის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალის პირადი სივრცე უხეშად და ხელაღებით დაირღვა; აუდიტორიამ არა მხოლოდ მისი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი შეიტყო, არამედ ისეთი ინტიმური დეტალებიც, როგორიცაა მენსტრუალური ციკლი, ქალწულობის ექსპერტიზის დასკვნა, სქესობრივი აქტის და სექსუალური ძალადობის ადგილი – საწოლის ახლო ხედების ჩათვლით. ამ ყველაფერს ვულგარული სენსაციის შექმნის ელფერი უფრო ჰქონდა, ვიდრე ღრმა და სერიოზული პრობლემის თუნდაც ძალიან რეალისტურად წარმოჩინების.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35. 6 მუხლი ადამიანისპირადცხოვრებაშიჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდის დასაშვებს, როდესაც „იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს”. ეს სიუჟეტი ვერ ჩაითვლება მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. საზოგადოებაში ქალთა სექსუალური კონტროლის და ჩაგვრის შესახებ დისკუსიის წამოწყება არ აღემატება იმ ზიანს, რომელიც სიუჟეტში იდენტიფიცირებულ ქალს შეიძლება მიადგეს, ჩვენს საზოგადოებაში არსებული რეპრესიული და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შედეგად. მსხვერპლის ვინაობის გამჟღავნებაზე თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც კი, ჟურნალისტებს აკისრიათ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გაიაზრონ ის წნეხი, რომელშიც მათი რესპონდენტი შეიძლება აღმოჩნდეს სოციუმში გაბატონებული შეხედულებების გამო.
ცხადია, ჟურნალისტი ვერმოახდნეს ძალადობის,როგორც ახალიამბის იგნორირებას, მაგრამ ფართო სურათის ჩვენებით და არა ერთ ინდივიდზე ფოკუსირებით, მას შეუძლია პრობლემა ადამიანის უფლებების კუთხით და სამართლებრივ კონტექსტში წარმოაჩინოს.
იმ კულტურულ კონტექსტში, სადაც ქალები ხშირად საზოგადოებაში არსებული სექსისტური დამოკიდებულებების და სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან, მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უსამართლობის დაძლევაში და ქალთა ჩაგვრასთან ბრძოლაში – პრობლემის სიღრმისეულად და სერიოზულად გაშუქებით და საზოგადოებაში ჭეშმარიტი დისკუსიის გამოწვევით.
საიმისოდ, რომ მედიამ, როგორც გავლენიანმა ინსტიტუტმა, საზოგადოების წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა გაითავისოს, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას ასახოს ის მიდგომები, რომლებიც UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციებშია მოცემული. მივმართავთ მედია საშუალებებს:
ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავმართოთ ფართო და ღია დისკუსიები მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მივაღწიოთ კონსენსუსს იმ ღირებულებებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ინდივიდის პირადი ცხოვრების პატივისცემაზე.
ქალთა მოძრაობა
მედიის განვითარების ფონდი – MDF
საფარი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი
მედია კლუბი
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
იდენტობა
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო
სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე
კავშირი „ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის”
ქალთა ფონდი საქართველოში
წამების მსხერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილისტაციის ცენტრი – GCRT
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI
არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ინსტრუქცია