საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანი იყო კახეთის სოფლებში ოსებით კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობის საჭიროებების (საგანმანათლებლო, კულტურული, სოციალური და ა.შ.) შესწავლა. თუმცა, კვლევამ დაფარა სხვა საკითხებიც. კერძოდ, ოსი თემის:
კვლევის მეთოდი
კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდი - სიღრმისეული ინტერვიუ. ჯამში ჩატარდა 18 ინდივიდუალური და 7 ჯგუფური ინტერვიუ და გამოიკითხა 39 რესპონდენტი ოსებით კომპაქტურად დასახლებულ 7 სოფელში. რესპონდენტებს შორის იყვნენ სხვადასხვა ასაკის და სქესის წარმომადგენლები. ყველაზე ახალგაზრდა რესპონდენტი 18 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი − 80-ის. ინფორმაცია სოფლების მიხედვით ინტერვიუების რაოდენობების შესახებ იხილეთ ცხრილში #1. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა ღია კითხვებისგან შედგენილი ინტერვიუს გზამკვლევი.
ცხრილი #1
სოფელი / მუნიციპალიტეტი |
ინტერვიუების |
რესპონდენტთა |
არეშფერანი (ლაგოდეხი) |
5 |
7 |
ხეჩილი; ფონა (ლაგოდეხი) |
5 |
10 |
ყიტაანი (გურჯაანი) |
4 |
4 |
წიწკანაანთსერი (ყვარელი) |
5 |
7 |
ფიჩხოვანი, არგოხი (ახმეტა) |
6 |
11 |
ჯამი |
25 |
39 |
საველე სამუშაოები
საველე სამუშაოები ჩატარდა 2023 წლის აგვისტოში, რესპონდენტების საცხოვრებელ გარემოში, პირისპირ ფორმატში. ინტერვიუების ჩაწერა მოხდა აუდიო საშუალებით.
მონაცემთა ანალიზი: ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი რამდენიმე საფეხურად განხორციელდა: პირველ ეტაპზე გაიშიფრა ჩანაწერები და მომზადდა ტრანსკრიპტები. შემდეგი ეტაპი მოიცავდა მონაცემების კოდირება/კატეგორიზაციას. ხოლო ანალიზის საბოლოო ეტაპზე მოხდა სტრუქტურირებული შინაარსის ლოკალური და ინკლუზიური ინტეგრაცია, რის საფუძველზეც მომზადდა ანალიტიკური ანგარიში.
ინსტრუქცია