საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმიანება ბათუმსა და მარნეულში მიმდინარე წლის 7 და 9 ივნისს მშენებლობაზე, სამუშაოს შესრულებისას, მუშების გარდაცვალების შემთხვევებს და მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს უსაფრთხო შრომა.
საკანონმდებლო დონეზე გატარებული რეფორმისა და შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიუხედავად, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. მსგავს ობიექტებზე დასაქმებულთა შრომა უკიდურესად ფრაგმენტული, მოწყვლადი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.
2019 წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექციის გაძლიერების ფონზე, რაც დასაქმების ადგილზე სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის, სამუშაო ადგილის უსაფრთხოების შესწავლის უფლებამოსილებისა და სანქცირების სათანადო შესაძლებლობით განისაზღვრა, შრომის ინსპექციის მნიშვნელობისა და მისი მანდატის მაქსიმალური გამოყენება კვლავ პრობლემად და გამოწვევად რჩება. გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრების ნათელი და გამჭირვალე მოწესრიგება, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინფორმირების გაძლიერება, უბედური შემთხვევების პრევენციისაკენ მიმართული ღონისძიებები, ის საკითხებია, რომელთა პრაქტიკაში დროული ინტეგრირება უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ამასთან, თბილისს გარეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების, მშენებლობების პარალელურად, მნიშვნელოვანია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის რეგიონალური წარმომადგენლობის არსებობა, მიმდინარე დარღვევების მყისიერი გამოვლენის, დროული რეაგირებისა და პრევენციისაკენ გადადგმული ნაბიჯების გამართვისა და უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად, შრომის ინსპექტორთა რაოდენობის ზრდა და მისი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან გათანაბრება მიგვაჩნია.
სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა უფლებების დაცვის არაშრომითი ხელშეკრულებებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობები კიდევ ერთ პრობლემურ მხარეს წარმოადგენს. მომსახურების ხელშეკრულების არსებობის პირობებში, დასაქმებულებს არ აქვთ უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ ყოველდღიურ საქმიანობას.
აღნიშნულის ფონზე, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი შრომითი კანონმდებლობის რეფორმის, რაც შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდას, ინფორმირებისა და სანქცირების შესაძლებლობის გაძლიერებას, შრომითი უფლებების დაცვის მაქსიმალურ მონიტორინგს უკავშირდება, დროული მხარდაჭერა, მიღება და კანონმდებლობაში ასახვა უმნიშვნელოვანესია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:
საქართველოს პარლამენტს:
საქართველოს მთავრობას:
შრომის ინსპექციას:
პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ინსტრუქცია