[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

EMC გამოსახლებისგან დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს

ფოტო: სოფო აფციაური

EMC ეხმიანება უკანასკნელი თვეების განმავლობაში საცხოვრისიდან გამოსახლების/გამოსახლების მცდელობების გახმაურებულ შემთხვევებს[1] და ამ სფეროში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. მიუხედავად ცალკეული ნაბიჯებისა (მათ შორის, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმება), ამ სფეროში მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა - არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დიდი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებთან კვლავ შეუსაბამო რჩება. გამოსახლების რისკის წინაშე მდგომი და გამოსახლებას დაქვემდებარებული შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა უმძიმეს სოციალური მოწყვლადობის მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ, აღმოჩენის რისკის ქვეშ არიან. ამის პარალელურად, უკანასკნელ პერიოდებში გამოსახლების შესახებ საქმისწარმოების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბოლო ორი წლის განმავლობაში სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროში უძრავი ქონების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ 1300-ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც პრაქტიკულად უახლოვდება 2014-2017 წლების დაჯამებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს.[2]

გამოსახლებისგან დაცვის უფლება სათანადო საცხოვრებლის უფლების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და გულისხმობს სახლებიდან ან/და მიწიდან პირების ნების საწინააღმდეგოდ და სათანადო მხარდაჭერის გარეშე მუდმივი ან დროებითი გამოყვანისგან მათ დაცვას. იძულებითი გამოსახლება წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის ჩარევას მთელ რიგ უფლებებში და არსებით ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე, შესაბამისად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გაატარონ პრევენციული და რეაგირებითი ზომები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, საცხოვრისის ეროვნულ სტრატეგიებში ამ საკითხების ასახვის გზით.[3]

საქართველოში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვითი მექანიზმები მწირი და არაეფექტიანია. კანონმდებლობა და პრაქტიკა უმეტესწილად არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებთან.[4] მთავარი გამოწვევა, რაც ამ სფეროში არსებობს, არის ის, რომ კანონმდებლობა და პრაქტიკა გამოსახლების საკითხს მხოლოდ საკუთრების უფლების დაცვის ჭრილში განიხილავს და  გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ძირითადი აქცენტი მესაკუთრის უფლებებზე კეთდება. გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველყოფა კი ყურადღების მიღმა რჩება.

საქართველოში გამოსახლების სამ ფორმას[5] ვხვდებით, თუმცა კანონმდებლობაში გამოსახლების ერთიანი ცნება არ გვაქვს. მეტიც, ნებართვის გარეშე აგებული საცხოვრებლის დემონტაჟის დროს გამოსახლების შემთხვევები არ მიიჩნევა გამოსახლების ფორმად. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის ისედაც არასაკმარისი საშუალებები კიდევ უფრო მწირი ხდება.

ქვეყანას გამოსახლების პრევენციის სისტემა ფაქტობრივად არ გააჩნია. პრევენციის ვალდებულება არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. განსაკუთრებით სუსტია სამართლებრივი დაცვის გარანტიები გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, რადგან გასაჩივრების ფაქტი ვერ უზრუნველყოფს გამოსახლების პროცესის შეჩერებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ არ გროვდება ინფორმაცია გამოსახლების მიზეზებისა და შინამეურნეობების საჭიროებების შესახებ. ამგვარი მონაცემების არარსებობის პირობებში სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, დაგეგმოს პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკა.

გამოწვევას წარმოადგენს უშუალოდ გამოსახლების აღსრულების პროცესის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამოსახლების აკრძალვას ღამის ან/და ზამთრის პერიოდში/ცუდ ამინდში; იგი არ აწესებს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების ინფორმირებულობის ჯეროვან სტანდარტს და გამოსახლების პროცესში არ უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრისზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ჩართულობას.

დიდი გამოწვევაა, ასევე, გამოსახლებული პირების უზრუნველყოფა ადეკვატური საცხოვრისით. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ხდება მსჯელობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების მოწყვლადობა და მათი უსახლკარობის რისკები. აღნიშნული საკითხი ყველაზე მწვავედ უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების დროს დგას. გამოსახლების შემდგომ, შესაბამის ორგანოებს არ აქვთ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულება, რომ ეს პირები საცხოვრისით დააკმაყოფილონ. ამის ნაცვლად, კანონმდებლობა მუნიციპალიტეტების მიერ უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრით უზრუნველყოფის ვალდებულებით შემოიფარგლება. შესაბამისად, გამოსახლების შემდგომ პირმა უნდა დააკმაყოფილოს უსახლკარობის კრიტერიუმები, რაც პრობლემურია, რადგან, საქართველოში მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს უსახლკარობის ფაქტის დადგენის მეთოდოლოგია ან/და საცხოვრისის სერვისი, რის შედეგადაც, გამოსახლებული პირების უკიდურესი მოწყვლადობის მდგომარეობაში აღმოჩენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გამოსახლების რეგულირების მცდელობისა, რაც ე.წ. საპოლიციო გამოსახლების აკრძალვითა და ამ პროცესის მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წარმართვის დაწესებით გამოიხატა, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არ არსებობს გამოსახლების პრევენციული ღონისძიებები და სერვისები, არ ხდება გამოსახლებული/გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პირებისა და ოჯახების საჭიროებების შესწავლა და გამოსახლების პროცედურის აღსრულებისთანავე სათანადო საცხოვრისითა და სხვა მხარდამჭერი სერვისებით უზრუნველყოფა, ეს ცვლილებებიც მხოლოდ პრობლემის გადავადების, თუმცა არა მისი მოგვარების გზად შეიძლება ჩაითვალოს და არსებითად ვერ ცვლის ამ პირების მდგომარეობას.

ამ ფონზე, რელევანტური საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოთა კარგი პრაქტიკა ითვალისწინებს გამოსახლების პრევენციის მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომელიც ვარირებს ზოგადი ზომებიდან (როგორიცაა, სოციალური დაცვის, ასევე, ფულად - საკრედიტო და საბინაო სფეროების სრულყოფის ღონისძიებები) გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პირების დახმარების კონკრეტულ ღონისძიებებამდე (მაგ. ფინანსური და სამართლებრივი მხარდაჭერა, გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადება, სესხის რესტრუქტურიზაცია და სხვა). პრევენციის ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების ჩართულობასა და ინფორმირებულობას გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე, როგორც სახელმწიფო უწყებებს[6] შორის გამართულ კოორდინაციას.

გამოსახლების თავიდან აცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს დეტალურად გაწერილი რეგულაციების შესაბამისად და, პირველ რიგში, ადამიანის ღირსების დაცვის პრინციპის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება გამოსახლების პროცესის დასრულებით არ მთავრდება. ქვეყნებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ, რომ გამოსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ უსახლკაროდ, აუცილებელი მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება აღნიშნული პირების სათანადო საცხოვრებლისა და სხვა რელევანტური სერვისებით უზრუნველყოფის ვალდებულება.

გამოსახლების სფეროში საქართველოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გასწიოს მაქსიმალური ძალისხმევა სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისათვის, მათ შორის, გამოსახლებული და გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პირების/შინამეურნეობების წინაშე არსებული გამოწვევების თანმიმდევრული და ეფექტიანი გადაწყვეტის მიზნით. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით:

  • ბაზისურ საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზაციამდე, სახელმწიფოს მიერ განხილულ იქნას ისეთი დროებითი ზომის გამოყენება, როგორიცაა გამოსახლების აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადება, რაც დაიცავს გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირებსა და შინამეურნეობებს უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ დარჩენისაგან;
  • გამოსახლების ყველა ეტაპის მარეგულირებელი კანონმდებლობა მოვიდეს თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც გამოსახლების პრევენციული და რეაგირებითი მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების საფუძველს შექმნის;
  • გამოსახლების პრევენცია და მისი რაოდენობის შემცირება გახდეს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მუშავდება ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესაბამისად;
  • გამოსახლების პრევენციული და რეაგირებითი პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ჩამოყალიბდეს გამართული ინსტიტუციური ჩარჩო, რაც, მათ შორის, რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საფუძველს შექმნის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://netgazeti.ge/news/407312/; https://publika.ge/tbilisshi-sukhishvilebis-mravalsulian-ojakhs-binidan-gamosakhleba-emuqreba/; https://publika.ge/khatiashvilebis-ojakhis-binidan-gamosakhleba-gadaido/; https://batumelebi.netgazeti.ge/news/252444/.

[2] საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს კორესპონდენცია N 87316, 9.12.2019.

[3] Report of the Special Rapporteur on Adequate Housing as a Component of the Right to an Adequate Standard of Living, and on the right to Non-discrimination in this Context, A/HRC/37/53, 2018.

[4] იხ. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), უფლება სათანადო საცხოვრებელზე - ძირითადი გამოწვევების ანალიზი, 2018, გვ. 81-101.

[5] გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, გამოსახლება სისხლის სამართლის საქმისწარმოების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საცხოვრისის დემონტაჟის შედეგად გამოსახლება.

[6]  ძირითად შემთხვევაში, აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სოციალური სამსახურები და სასამართლო სისტემა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“