[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის იძულებით გაუჩინარების ფაქტს ეხმიანებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო, რომელიც როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.[1]

აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ. მათ მიმართ განხორციელებული დევნის და მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების რისკების გამო, ოჯახმა საქართველოში ცხოვრება და ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა. საქართველოში ცხოვრების დროს ისინი აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნეს ინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკების თაობაზე. მათი თქმით, აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესი მათ მიმართ ამ დრომდე მაღალი იყო, რაც მუქარისა და საქართველოს ტერიტორიაზე თვალთვალის ფაქტებში გამოიხატება.

სამწუხაროდ, ლეილა მუსტაფაევას, ისევე როგორც სხვა რამდენიმე აზერნაიჯანის მოქალაქე აქტივისტსა და ჟურნალისტს, საქართველომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების აბსტრაქტული ინტრესით უარი განუცხადა ბინადრობის მოწმობის გაგრძელებაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ფიქსირდება პრაქტიკა, როდესაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები აზერბაიჯანში შექმნილი არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და ჟურნალისტურ, აქტივისტურ ან პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებენ საქართვეოლოში, საქართველოს სახელმწიფო უარს აცხადებს ბინადრობის მოწმობების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული პრაქტიკა აჩენეს ეჭვებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ლოიალობაზე, რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ადამიანის უფლებების დაცვის იდეასთან. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხო და დაცული სივრცე გახდეს მეზობელ ქვეყნებში დევნილი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის და ამ გზით საქართველომ ხელი შეუწყოს რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, არაპრინციპული და ლოიალური პოლიტიკის გამო, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს აღნიშნულ პირების უფლებების დაცვისთვის და უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით  თავადაც არღვევს მათ უფლებებს.

საქმის პოლიტიკური ხასიათისა და აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის პროცესში, მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის სავარაუდო მონაწილეობის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საქართველოში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაყვანა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერისა და უშუალო მონაწილეობის ან როგორც მინიმუმ, დემონსტრაციული უმოქმედებისა და არაეფექტიანობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ამ კუთხით განსაკუთრებით საეჭვოა აზერბაიჯანის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე გადაკვეთის ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული რისკები, რომ აზერბაიჯანში აფგან მუხთარლი წამების, არადამიანური მოპყრობის ან დასჯის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მისი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობა და უკანონო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობა უკიდურეს აღშფოთებას იმსახურებს და არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან.  ადამიანის უფლებების ბაზისური გარანტიების უგულებელყოფა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ანგრევს დემოკრატიისა და სამარლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ

საქართველოს მთავრობას

- საქმის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჯარო განცხადების გამოქვეყნება, რომელიც პასუხებს გასცეს ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო  აღკვეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის პროცესებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენების შესაძლო მონაწილეოაბასა ან აშკარა უმოქმედობასთან დაკავშირებით გაჩენილ დასაბუთებულ ეჭვებს.

- განუხრელად დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს საქართველოში მყოფი მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტების პოლიტიკოსების და სხვა პირების საქართველოში ლეგალური ცხოვრების, თავისუფალი გადაადგილებისა და ხელშეუხებლობის თავისუფლება;

საქართველოს პროკურატურას  

უზრუნველყოს  აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ამ კუთხით არსებითია  დეტალურად იქნას შესწავლილი ამ საქმეში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობის (მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისა და საზვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლების) შესაძლო მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის არსებითია საქმის გამოძიება პროკურატურამ უზრუნველყოს.

- საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების პროგრესისა და შედეგების თაობაზე

საქართველოს პარლამენტს

-აფგან მუხთარლის საქმესა და ზემოთ მითითებულ სისტემურ პრობლემებზე უზრუნველყოს მთავრობისა, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ზომების მიღება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT)

ადამიანია უფლებათა სახლების ფონდი (ნორვეგია) (HRHF)

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“