საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
22ნოე
22 ნოემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ონლაინ დისკუსია: "ცხოვრება გამყოფ ხაზებთან - ყოველდღიური გამოწვევები და ნდობის მშენებლობის შესაძლებლობები" გამართა.
მომხსენებლები:
მოდერატორი - თეონა ფირანიშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ცხინვალის რეგიონთან გავლებული გამყოფი ხაზები ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის დიდ ტვირთად და ყოველდღიურ გამოწვევად იქცა. ხშირად, გამყოფ ხაზებს მიღმა დარჩენილ ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი საბაზისო სერვისებზე, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ხარისხიან და დროულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. თუმცა, არც იმ ადამიანების ცხოვრებაა უკეთესი, ვინც გამყოფ ხაზებს აქეთ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს.
ადგილობრივი ქალები ყოველდღიურ მძიმე შრომაში არიან ჩაბმულნი და ჯანმრთელობის პრობლემები დღითიდღე რთულდება. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრება მათთვის არ ნიშნავს ხელმისაწვდომობას ხარისხიან და დროულ ჯანდაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე, სოციალურ დაცვაზე, რასაც თან ერთვის მუდმივი შიში და ფსიქოლოგიური ტერორი. ბევრი ოჯახი დღემდე ომის შედეგად დანგრეულ სახლებში ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ „ყრუ კედელია“ ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მათი პრობლემები წლობით რჩება მოუგვარებლად. გამყოფმა ხაზებმა მოშალა ის ტრადიციული ურთიერთობები და კონტაქტები, რაც ქართულ და ოსურ სოფლებში ისტორიულად არსებობდა.
დისკუსიაში მონაწილე ადგილობრივი აქტივისტი ქალები სწორედ მათ ყოველდღიურ გამოწვევებზე და წუხილებზე ისაუბრეს, ხოლო ექსპერტებმა იმსჯელეს იმ ქმედებებზე, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ამ გამოწვევების გადასალახად. დისკუსიის ფარგლებში მოვისმინეთ მათი მოსაზრებები ხალხთა შორის ურთიერთობებზე ომამდე და ომის შემდეგ.
დისკუსიის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში - სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაცია კვლევისა და ადვოკატირების გზით.
დისკუსიის დრო გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
ინსტრუქცია