[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია: პანდემია და ეკლესია

15აპრ

Cover image

15 აპრილს, 17:00 საათზე, EMC-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ლაივში გაიმართა დისკუსია "პანდემია და ეკლესია".

ონლაინ დისკუსიის ფარგლებში გამორჩეულ ქართველ თეოლოგებთან ბასილ კობახიძესთან და ზურაბ ჯაშთან ერთად ვიმსჯელეთ:

  • ეკლესიასა და სახელწიფოს შორის ურთიერთობების პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებზე;
  • საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პოლიტიკურ და თეოლოგიურ განზომილებაზე;
  • საპატრიარქოს სუსტ სოციალურ მსახურებასა და სოლიდარობის პრაქტიკაზე;
  • საპატრიარქოში შექმნილი კრიზისის სისტემურ მიზეზებზე და შესაძლო გამოსავლის გზებზე;

პანდემიის და ამ მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქომ, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობისგან განსხვავებით, ღვთისმსახურების წესში ცვლილება არ შეიტანა. ის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მასობრივ რელიგიურ შეკრებებს აგრძელებს. საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ და შემდგომში სასულიერო პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა მსხვერპლშეწირვის, აპოკალიფსისა და ქართული ეკლესიის განსაკუთრებულობის შესახებ, გააჩინა მძაფრი კრიტიკა გადაწყვეტილების თეოლოგიურ დასაბუთებასთან დაკავშირებით და ის შეფასდა, როგორც იზოლაციონისტური, ანტისოციალური და ანტიჰუმანური. საპატრიარქოს განცხადებას კრიტიკული წერილით უპასუხა ქართველი სასულიერო პირებისა და თეოლოგების კოლექტივმა. ამასთან, საპატრიარქოს მხრიდან კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგთან დემონსტრაციულმა დაპირისპირებამ კვლავ დააყენა დღის წესრიგში პოლიტიკურ ხელისუფლებასა და საეკლესიო ხელისუფლებას შორის დაძაბულობის და პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი. ამ ვითარებაში ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან მოლაპარაკებების სტრატეგია აირჩია, თუმცა, მას რაიმე შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია. ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა აშკარად სუსტი და რბილია და დისკურსულ დონეზეც კი მკაფიოდ არ აღიარებს სამართლებრივი სახელწიფოს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უპირატესობის იდეებს. ამ პირობებში კი სინოდის წევრები აღდგომის ღამის წირვის ჩატარებას და მორწმუნეების შეკრებას მოუწოდებენ. როგრც ჩანს, ისინი ვირუსის გავრცელების მაღალი მასშტაბისა და მისი უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის და სოციალური შედეგების მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებენ.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“