საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თამთა მელაშვილი მწერალი, აქტივისტი და მკვლევარია. 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი). 2012 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. გენდერისა და ფემინიზმის საკითხებზე თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაცებთან, მათ შორის: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი ტასო. ასწავლიდა შემდეგ კურსებს: გენდერი და პოლიტიკა, მასკულინობის კვლევები, შესავალი ფემინისტურ ნააზრევში.
ინსტრუქცია