სალომე სოციალური სამართლიანობის ცენტრში 2020-2021 წლებში მუშაობდა, ხოლო 2023 წელს ორგანიზაციას შემოუერთდა როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი.
სოციალური პოლიტიკის პროგრამა, რომელსაც სალომე ხელმძღვანელობს, ქვეყანაში ეკონომიკური უთანასწორობის და სოციალური უფლებების საკითხებზე მუშაობს. ამ მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს სოციალურად ჩაგრული ჯგუფების, მათ შორის, მშრომელების, უსახლკაროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი სოციალური და ეკონომიკური ექსკლუზიის აღწერას, მათი საჭიროებების გამოვლენასა და პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანას, ისევე როგორც კონკრეტული უფლებებზე ადვოკატირებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებას. სოციალური პოლიტიკის პროგრამა, ასევე, მუშაობს გარემოსდაცვით პოლიტიკისა და პრაქტიკის მონიტორინგზე, მოპოვებით ინდუსტრიაში და მსხვილმასშტაბიანი განვითარების პროექტების განხორციელებისას ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.
როგორც პროგრამის დირექტორი, სალომე პასუხისმგებელია პროგრამის პოლიტიკის, სტრატეგიისა და პოზიციონირების დაგეგმვასა და პროგრამის გუნდთან ერთად მის განხორციელებაზე. მის ფუნქციებშია, ასევე, პროგრამის საქმიანობისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება, პროგრამის გუნდის საქმიანობის კოორდინაცია, გუნდის მართვა და მისი წევრების მხარდაჭერა.
პროფესიული გამოცდილება
2022: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, სასწავლო პრაქტიკა;
2020-2021: პროექტების კოორდინატორი/იურისტი - სოციალური პოლიტიკის პროგრამა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
2019-2020: იურისტი/მთავარი სპეციალისტი - ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
2018-2019: იურისტი/სპეციალისტი - ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
2016-2017: სტაჟიორი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
განათლება
2021-2022: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების მაგისტრი, ჟენევის აკადემია (შვეიცარია);
2017-2019: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2013-2017: საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2016: გაცვლითი სტუდენტი, იურიდიული ფაკულტეტი, ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია).