[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ვაკანსიები

სოციალური მკვლევარი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), RFSU-ს მიერ დაფინანსებული პროექტის - “ლგბტი პირთა უფლებების გაძლიერება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება და ქვიარ აქტივისტთა მხარდაჭერა”, ფარგლებში აცხადებს კონკურსს სოციალური მკვლევრის პოზიციაზე.

სოციალური მკვლევარი იმუშავებს სოციალური პოლიტიკის პროგრამაში და მისი სამუშაო ფოკუსირებული იქნება უსახლკარო ქალების უფლებრივი მდგომარეობისა და არსებული საჭიროებების შესწავლაზე.

 

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • იურისტ-მკვლევართან ერთად, სოციალური საცხოვრისის სერვისებში მცხოვრები ქალების საჭიროებების შესწავლა საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში - თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში;
  • იურისტ-მკვლევართან ერთად, აჭარაში, არაფორმალურ დასახლებაში (ე.წ. ოცნების ქალაქი) მცხოვრები ქალების საჭიროებების შესწავლა;
  • იურისტ-მკვლევართან ერთად, თბილისსა და იმერეთში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების თავშესაფარში მცხოვრები ქალების საჭიროებების შესწავლა;
  • იურისტ-მკვლევართან ერთად, სოციალური საცხოვრისის სერვისებში, არაფორმალურ დასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და თავშესაფარში მცხოვრები ქალების საჭიროებების კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება;
  • საველე სამუშაოების ფარგლებში პირისპირ ინტერვიუებისა თუ ფოკუს-ჯგუფების ჩატარება თბილისში, რუსთავში, იმერეთსა და აჭარაში;
  • სოციალური საცხოვრისის სერვისებში, არაფორმალურ დასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და თავშესაფარში მცხოვრები ქალების საჭიროებების შესწავლის პროცესში მიღებული ინფორმაციის დამუშავება და სამი მცირე პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2021 წლის ნოემბერი - დეკემბერი

ანაზღაურება: შესრულებული სამუშაოსთვის სრული ანაზღაურება შეადგენს 2 000 აშშ დოლარს, კომერციული კურსით ლარში, რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველია, კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას სოციალური უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სოციალური მკვლევარი.

  • კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე.
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
  • მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 ნოემბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“