ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას რეგიონებში მომუშავე მკვლევარი-კორესპონდენტის პოზიციაზე.
მკვლევარი-კორესპონდენტი აჭარასა და ქვემო ქართლის რეგიონებში მოქმედ პროექტში იმუშავებს, რომლის მიზანია არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვისა და მათი პოლიტიკური და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მკვლევარი-კორესპონდენტი იმუშავებს აღნიშნულ რეგიონებში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარიყულობის პრობლემატიკაზე და მოამზადებს ანალიტიკურ მედია მასალას. მასალა EMC-ის ოფიციალურ პლატფორმებსა და სხვა მედია საშუალებების გამოყენების გზით გავრცელდება. რეგიონებში მკვლევარი-კორესპონდენტის ყოფნასა და მუშაობას ლოჯისტიკურად EMC უზრუნველყოფს.
მკვლევარი კორესპონდენტის ძირითადი საქმიანობა იქნება:
- აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონებში რეგულარული საველე სამუშაოებისა და მოკვლევის ჩატარება ადგილობრივი თემების სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების, წუხილების, საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების მიზნით;
- გამოვლენილ პრობლემატიკაზე, რომელიც ასევე შეთანხმდება პროექტის გუნდთან და ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერთან, მედია პროდუქტების (მათ შორის, სტატიების, ინტერვიუების, მცირე მიმოხილვების, ბლოგების) შექმნა;
- რეგიონებთან კავშირში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით, მათი საქმიანობის მონიტორინგი, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, საჭიროების შემთხვევაში საჯარო განხილვებზე დასწრება და ინფორმაციის შეგროვება.
- რეგიონებში არსებულ პრობლემატიკაზე მედია საშუალებების ინტერესის გაძლიერების მიზნით ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერთან ერთად მუშაობის სტრატეგიის და გეგმის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
- ადგილობრივ მედიასთან, აქტივისტებთან, თემის ლიდერებთან და სხვა აქტორებთან კომუნიკაციის გაძლიერება;
- მუშაობის პროცესში იდენტიფიცირებულ პრობლემატიკაზე ინფორმაციის რეგულარული გაზიარება პროექტის გუნდთან;
- ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა რეგიონში მომუშავე პროექტის იურისტთან ერთად;
- რეგიონებში ორგანიზაციის საქმიანობის და ხილვადობის გაძლიერების მიზნით იდეებისა და ხედვების გაზიარება და დაგეგმვით სამუშაოებში მონაწილეობა.
- პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის სფეროსთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჟურნალისტიკის ან/და სხვა მასთან დაკავშირებული მიმართულებით;
- კვლევითი ან/და ჟურნალისტური მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- ანალიტიკური სტატიების წერის გამოცდილება;
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
- შრომის კარგი დისციპლინა, პროაქტიულობა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ადგილზე ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების თემთან მუშაობის ენთუზიაზმი და ინტერესი;
სასურველია კანდიდატს ასევე გააჩნდეს ვიდეო გადაღებისა და მულტიმედია მასალის მომზადების ცოდნა და შესაძლებლობები.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- მომზადებული ნაშრომის ტექსტი (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected]; გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - მკვლევარი-კორესპონდენტი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 ნოემბერი 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ტელ: +995 32 2 233 706
ელ-ფოსტა:[email protected]
https://www.facebook.com/EMCRIGHTS/