საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC იწყებს ექვსთვიან სასწავლო კურსებს აზერბაიჯანული და ქართული ენების შესწავლისა და გაძლიერების მიზნით დაინტერესებული აქტივისტებისთვის და მკვლევრებისთვის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან.
აზერბაიჯანული ენის შემსწავლელი კურსი:
ქართული ენის გაძლიერების კურსი:
ჩვენი ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ენების შესწავლის პროცესი აძლიერებს სოლიდარული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის პროცესს. ასევე ვფიქრობთ, რომ გავრცელებული ენების შესწავლა ჩვენს აქტივისტურ და აკადემიურ ინტერესს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების მიმართ გაზრდის. ენების სწავლების პროცესს ასევე აქვს მულტიეთნიკური დიალოგის და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერის განზომილება.
კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 24 ნოემბრამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]; ასევე გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გთხოვთ, იმეილის ტექსტში მიუთითოთ კონკრეტულად რომელ სასწავლო პროგრამაში გინდათ მონაწილეობა.
ენების კურსის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს.
ინსტრუქცია