[Skip to Content]

Subscribe to our web page

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

EQUALITY POLICY / Vacancies

ქართული და აზერბაიჯანული ენების სასწავლო კურსი

EMC იწყებს ექვსთვიან სასწავლო კურსებს აზერბაიჯანული და ქართული ენების შესწავლისა და გაძლიერების მიზნით დაინტერესებული აქტივისტებისთვის და მკვლევრებისთვის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან.   

აზერბაიჯანული ენის შემსწავლელი კურსი:

  • კურსის მიზანია სასაუბრო დონეზე შეასწავლოს აზერბაიჯანული ენა დაინტერესებულ მკვლევრებსა და აქტივისტებს ქართული და სომხური თემებიდან.
  • ამ მიზნით EMC შეარჩევს 10-12 დაინტერესებულ მკვლევარსა და აქტივისტს.  
  • აზერბაიჯანული ენის სწავლება საწყისი ეტაპიდან (Beginners) დაიწყება.
  • კურსის ხელმძღვანელი: ელნურ ალისოი, პლატფორმა სალამის კაპიტანი, ენათმეცნიერი

ქართული ენის გაძლიერების კურსი:

  • სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს აზერბაიჯანელი და სომეხი თემებიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და მკვლევრებისთვის აკადემიურ დონეზე ქართული ენის პრაქტიკული ცოდნის გაძლიერებას.  
  • კურსის ფარგლებში EMC შეარჩევს 10-12 აქტივისტს საქართველოს აზერბაიჯანელი და სომეხი თემებიდან,  რომლებიც აქტიურად და ორგანიზებულად ჩართულები არიან მათ თემებში სოციალური ცვლილებების პროცესში.  
  • ქართული ენის კურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ქართული ენის B2/B1 დონეზე ფლობა.
  • კურსის ხელმძღვანელი: მაკა ნოზაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

ჩვენი ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ენების შესწავლის პროცესი აძლიერებს სოლიდარული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის პროცესს. ასევე ვფიქრობთ, რომ  გავრცელებული ენების შესწავლა ჩვენს აქტივისტურ და აკადემიურ ინტერესს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების მიმართ გაზრდის. ენების სწავლების პროცესს ასევე აქვს მულტიეთნიკური დიალოგის და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერის განზომილება.

კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 24 ნოემბრამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]; ასევე გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გთხოვთ, იმეილის ტექსტში მიუთითოთ კონკრეტულად რომელ სასწავლო პროგრამაში გინდათ მონაწილეობა.

 

ენების კურსის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს. 

The website accessibility instruction

  • To move forward on the site, use the button “tab”
  • To go back/return use buttons “shift+tab”