საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იწვევს გამოცდილ იურისტ-ანალიტიკოსებს გარემოსდაცვითი საკითხებზე პოლიტიკის დოკუემენტის მოსამზადებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
2022 წლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, აკვირდება და იკვლევს გარემოსდაცვით პოლიტიკას და პრაქტიკას საქართველოში; საქმიანობის პროცესში ცენტრი აფასებს საქართველოში გარემოს დაცვაზე და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებების ეფექტიანობას (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო და სხვა). გარემოს დაცვის მიმართულებით ორგანიზაციის კვლევის საგანს, მათ შორის, შეადგენს ენერგეტიკული პროექტები, ინდუსტრიული დაბინძურება და სამთო-მოპოვებითი საქმიანობა, განსაკუთრებით მონოინდუსტრიულ ქალაქებში.
განსახილველი პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის ინტერესის საგანია:
ა) მოპოვებითი ინდუსტრიაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და
ბ)სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოების საქმიანობა აღნიშნულ ინდუსტრიის მონიტორინგის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში შესასრულებელი ტექნიკური დავალება განკუთვნილია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე და გარემოსდაცვითი პრობლემატიკით დაინტერესებული მკვლევრისთვის, რომელიც, სოციალური სამართლიანობის ცენტრის გუნდის აქტიური ჩართულობით და ზედამხედველობით, მოამზადებს 1 პოლიტიკის დოკუმენტს სამთო-მოპოვებით საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტიანობის შესახებ. ამ მიზნით მკვლევარი ვალდებული იქნება, სიღრმისეულად შეისწავლოს სამთო-მოპოვებით საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, შეისწავლოს და გააანალიზოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ოფიციალური დოკუმენტაცია და საზედამხედველო ორგანოების მიერ შემუშავებული შემოწმების აქტები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და სხვ. პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების პროცესში, მკვლევარმა გაიაროს კონსულტაცია დარგის მინიმუმ 2 ექსპერტთან, რომელიც შეიძლება იყოს როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. შედეგად, მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შესწავლის, საზედამხედველო ორგანოების პრაქტიკის შეფასებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე, მკვლევარმა უნდა მოამზადოს პოლიტიკის დოკუმენტი (მაქსიმუმ 30 გვერდი), რომელიც კრიტიკულად გააანალიზებს საქართველოში სამთო-მოპოვებით სექტორზე სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტიანობას და საჭიროების შემთხვევაში, გაითვალისწინებს შესაბამის რეკომენდაციებს ზედამხედველობის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
დოკუმენტზე მუშაობის ვადები:
მკვლევარ-ანალიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდგომ კრიტერიუმებს:
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 3 ოქტომბერი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იტოვებს უფლებას, კანდიდატს მოსთხოვოს კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იტოვებს უფლებას, რომ კანდიდატს მოსთხოვოს პრაქტიკული ანალიტიკური დავალების შესრულება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ინსტრუქცია