საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თამთა გელაშვილმა დაამთავრა ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით. შემდგომ მოიპოვა პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ამსტერდამის უნივერსიტეტიდან. ამჟამად არის ოსლოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. ამავდროულად, მიმოიხილავს ნაშრომებს „პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის“ ჟურნალ „პოლიტიკონისთვის“.
სხვადასხვა დროს მუშაობდა მოწვეულ ლექტორად საქართველოს უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და სემინარების ხელმძღვანელად და დამხმარე მასწავლებლად ოსლოს უნივერსიტეტში, ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტსა და ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში.
ინსტრუქცია