საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ნინო სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის გუნდს 2023 წლის მარტიდან შემოუერთდა. მისი ძირითადი საქმიანობაა სოციალური უფლებების, მათ შორის, შრომითი უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის, პრობლემებისა და გამოწვევების კვლევა. აღნიშნული საქმიანობა მოიცავს ანალიტიკური დოკუმენტებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევასა და ანალიზს, ეროვნული და უცხო ქვეყნების კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლასა და ანალიზს.
პროფესიული გამოცდილება
2023-დღემდე: მოწვეული ლექტორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით - საქართველოს უნივერსიტეტი.
2012-2022: თანადირექტორი და ადამიანის უფლებათა იურისტი - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი’’.
ნინო არის 15-მდე ანგარიშის ავტორი/თანაავტორი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა, დევნილთა, პატიმართა და ქალთა უფლებებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლებას, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას.
განათლება
2015-2016: მაგისტრის ხარისხი ინტერდისციპლინარულ პროგრამაში - ,,ადამიანის უფლებები და დემოკრატია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“ - ბოლონიისა და სარაევოს უნივერსიტეტების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა.
2006-2010: ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ინსტრუქცია