საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მაია EMC-ის მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს. 2016 წლის აგვისტოდან ორგანიზაციას შემოუერთდა როგორც მკვლევარი და პროექტების კოორდინატორი. მისი მთავარი ამოცანაა კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა, წარმოება და სამეცნიერო ხელმძღვანელობა. მაიას საქმიანობაში ასევე შედის მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე ანალიტიკური მიმოხილვების მომზადება სტატიებისა და ბლოგების სახით, EMC-ის საჯარო დისკუსიებისა და ფორუმების კონცეფციის მომზადება და ორგანიზება, სხვადასხვა ნიშნით ჩაგრულ ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების გამართვა, ასევე აქტივისტურ ჯგუფებთან და EMC-ის საქმიანობაში ჩართულ მკვლევრებთან კომუნიკაცია. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
პროფესიული გამოცდილება
2015-დღემდე: მოწვეული ლექტორი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2016: მოწვეული მკვლევარი - ლედი მარგარეტ ჰოლი, ოქსფორდის უნივერსიტეტი;
2015: პროექტის კოორდინატორი, სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმა - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
2012-2014: მკვლევარი, ASCN-ის კვლევის პროექტი - სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი;
2012: უმცროსი მკვლევარი - სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
ის აგრეთვე მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი მკლევარი სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტში.
განათლება
2010-2015: დოქტორი, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა გენდერის კვლევებში - სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2008-2010: ინდოეთის უახლესი ისტორია (მაგისტრი)-ჯავაჰარლალ ნეჰრუს უნივერსიტეტი;
2003-2008: აღმოსავლეთმცოდნე ბაკალავრი (ინდოეთის ისტორია და ჰინდის ენა)-პრაქტიკული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.
ინსტრუქცია