საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ლინა EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის დაფუძნებიდან არის EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. ამასთან, ის უშუალოდ პასუხისმგებელია სოციალური პოლიტიკის პროგრამის მართვასა და ეფექტიან მუშაობაზე. პროგრამის მიზანია დასაქმებულების, უსახლკაროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრისა თუ გარიყულობის ასპექტების გამოვლენა, მათი მიზეზების იდენტიფიცირება და ადამიანის ღირსებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის შექმნის და გაძლიერების ხელშეწყობა. ლინა პასუხისმგებელია პროგრამის სტრატეგიულ განვითარებაზე, მისი ხედვისა და დღის წესრიგის შექმნაზე. მის ფუნქციებს ასევე შეადგენს პროგრამის ფინანსური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა, საქმიანობის კოორდინაცია, გუნდის მართვა და მხარდაჭერა.
პროფესიული გამოცდილება
2011–2013:საპარლამენტო მდივნის სამსახური-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
2007–2010:იურისტი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ის აგრეთვე, არის 15-მდე კვლევის/ანგარიშის ავტორი და ხელმძღვანელი, რომელიც შეეხება შრომით უფლებებს, უფლებას საცხოვრებელზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და რელიგიის თავისუფლებას, ასევე, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.
განათლება
2010-2011: დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართულება (მაგისტრის ხარისხი)- ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯი (ოჰაიოს შტატი, აშშ);
2004-2008: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბაკალავრის ხარისხი)- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის.
ინსტრუქცია