[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ვაკანსიები

უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა - მეორე ნაკადი

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი", პარტნიორ ორგანიზაციებთან, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)" და "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - საქართველო (CRRC – Georgia)" ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით".

  • პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების ამაღლებას - ანალიზის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ინტენსიური პროგრამების განხორციელების გზით.

პროექტის ფარგლებში, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ქმნის "უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლას", რომლის მიზანია აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიაწოდოს მონაწილეებს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესზე, სექტორში გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების შესახებ, გააცნოს მათ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის კონცეფცია და მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ, რომლებიც განაპირობებს უწყებების ანგარიშვალდებულებას.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ: სამოქალაქო აქტივისტებს, რეგიონული და სათემო ორგანიზაციების წევრებს, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს, რეგიონული და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, ბაკალავრის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებულნი.

კონკურსის წესი: 2-ეტაპიანი, განაცხადების მიღება და წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება.  

განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2023 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“