საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს დემოკრატიული სკოლების ციკლს და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მართავს “მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლას”.
სკოლის მიზანია, აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიაწოდოს სკოლის მონაწილეებს ქართული მართლმსაჯულების სისტემის არქიტექტურის, განხორციელებული რეფორმებისა და დღეს არსებული გამოწვევების თაობაზე, გააცნოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მართლმსაჯულების რეფორმის როლი და პერსპექტივები, ასევე გამოკვეთოს სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში, ვაცხადებთ ტენდერს სასტუმროსა და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე.
მომსახურების სავარაუდო პერიოდი: 31 ივლისი - 4 აგვისტო.
მომსახურების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:
მომსახურება უნდა მოიცავდეს:
ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს.
გთხოვთ, თქვენი შეთავაზება, სასტუმროს ფოტოები, კვების მენიუები და სხვა თანმდევი დოკუმენტები მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected]. წერილის თემატიკაში (subject) მიუთითეთ „მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლის ტენდერი“.
ინსტრუქცია