საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იწვევს გამოცდილ კვლევით ორგანიზაციებს საზოგადოებრივი განწყობების კვლევის ჩატარების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
საზოგადეობრივი განწყობების კვლევის მიზანია ფართო მოსახლეობის შეხედულებების შესწავლა ნარკოტიკულ დანაშაულთან, ნარკოვითარებასთან, ნარკოტიკული საშუალებების პრობლემურ ან რეკრეაციულ მოხმარებასთან, ნარკოტიკულ დანაშაულებზე დაწესებულ სასჯელებთან და ზოგადად, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებზე.
შესარჩევი პროცესი გაიმართება ორ ეტაპად. შემოსული განცხადებების გადარჩევის შემდგომ, ორგანიზაცია დაუკავშირდება მეორე ტურში გადასულ ორგანიზაციებს. მეორე ტურის ეტაპზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლები გაესაუბრებიან კვლევით ორგანიზაციებს კვლევის განხორციელების მეთოდების, განხორციელების გეგმისა და ვადების, ასევე კვლევის სავარაუდო კითხვარის შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
პროექტისა და კვლევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ მიმაგრებულ ფაილებში. კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected].
საკონკურსო განაცხადები უნდა გამოგზავნოთ არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა, შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]. არასრულად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი არ დაექვემდებარება განხილვას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მიმაგრებული დოკუმენტები:
ინსტრუქცია