[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ვაკანსიები

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამუშაო თემებიდან და სტრატეგიული სამართალწარმოების ამოცანებიდან გამომდინარე დაგეგმილი სამართალწარმოების განხორციელებას და საქმის სრულფასოვან მომზადებას და წარმოებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და რელევანტური საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების წინაშე.

ძირითადი მოვალეობების აღწერა

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და რელევანტური საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების წინაშე  წარსადგენად საქმის სრულფასოვანი მომზადება და საქმის წარმოება;
  2. ორგანიზაციის სამუშაო თემების, სტრატეგიული სამართალწარმოების ამოცანებისა და ორგანიზაციაში მიმდინარე საქმეების გათვალისწინებით, სტრატეგიული სამართალწარმოებისათვის შესაბამისი საქმის რელევანტურობის/შესაბამისობის შესწავლა სათანადო კვლევის საშუალებით;
  3. ბენეფიციარებთან სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა და საქმის წარმოებისთვის/წარმომადგენლოებისათვის სამუშაო პროცესების დაგეგმვა.
  4. სტრატეგიულ საქმეებთან დაკავშირებული საკითხის/პრობლემის აქტუალიზების და ადვოკატირების მიზნით, შეფასებების, განცხადებების, საჯარო მიმართვების, გამოხმაურებების და სხვა ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
  5. ორგანიზაციის სახელით ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
  6. მედიასთან კომუნიკაცია;

მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება; სასურველია მაგისტრის ხარისხი კონსტიტუციური სამართლის ან/და ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით;
  • სასურველია, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო მექანიზმების წინაშე საქმისწარმოების ან ადამიანის უფლებათა მკვლევრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების  რწმენა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2022 წელი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“