[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ვაკანსიები

სტაჟირება იურისტებისთვის

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) სტაჟირების პროგრამის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ბაკალავრის დიპლომის მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.

შერჩეული კანდიდატები იმუშავებენ ორგანიზაციის პროგრამულ მიმართულებებში - სოციალური პოლიტიკის პროგრამა; თანასწორობის პოლიტიკის პროგრამა; მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამა. სტაჟიორები ჩაერთვებიან ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევით საქმიანობაში, სტრატეგიული სამართალწარმოებაში და ასევე სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების პროცესში.

 

სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები:

  • ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის, შესწავლისა და დოკუმენტირების პროცესში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი კონსულტაციების გაცემისა და პოტენციური საქმეების იდენტიფიცირების მიზნით, ორგანიზაციის იურისტებთან ერთად საველე გასვლებში მონაწილეობა;
  • იდენტიფიცირებულ უფლებადარღვევის შემთხვევებზე ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით სამართლებრივი ანალიზის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • პროკურატურის, სამართალდამცავი უწყებების, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და  საერთო სასამართლოების  წინაშე წარსადგენი საქმის მომზადების პროცესში სტრატეგიული სამართალწარმოების გუნდის მხარდაჭერა.
  • სტრატეგიული სამართალწარმოების გუნდის მხარდაჭერა ბენეფიციარებთან სამართლებრივი კონსულტაციების გაცემის, ორგანიზაციის მიზნებისათვის საქმის სტრატეგიულობის იდენტიფიცირებისა და საქმის წარმოების/წარმომადგენლობებისათვის დაგეგმილ სამუშაო პროცესებში.
  • ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლის პროცესში მონაწილეობა.
  • სისხლის და სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმართულებით სამართლებრივი კვლევისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა.

პროცესის ფარგლებში შეირჩევა 3 სტაჟიორი სიხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მათი მოვალეობები ზემოთ წარმოდგენილი საქმიანობებიდან რელევანტურ მიმართულებებსა და სამუშაოებს მოიცავს.

 

მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სასურველია სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში და სემინარებში/ტრენინგებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას და ხედვას ადამიანის უფლებათა სამართალში;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;  
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

  • ანაზღაურება: სტაჟიორის ჰონორარი შეადგენს 510 (დარიცხული);
  • სტაჟირების პერიოდი: 3 თვე, 6 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით;
  • სამუშაო განაკვეთი: არასრული (კვირაში ოთხი სამუშაო დღე)

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სტაჟირება - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება;  სტაჟირება -  სისხლის სამართლის მიმართულება.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2022 წელი.  არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“