საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს სტაჟირებას ბაკალავრის დიპლომის მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.
შერჩეული კანდიდატი იმუშავებს მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამაში. სტაჟიორი ჩაერთვება ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევით საქმიანობაში, სტრატეგიული სამართალწარმოებაში და ასევე სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების პროცესში.
სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები
მოთხოვნები
ანაზღაურება: სტაჟიორის ჰონორარი შეადგენს 510 ლარს (დარიცხული);
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე, 6 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით;
სამუშაო განაკვეთი: არასრული (კვირაში ოთხი სამუშაო დღე)
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სტაჟირება - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება; სტაჟირება - სისხლის სამართლის მიმართულება.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: socialjustice.org.ge
ინსტრუქცია