სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.
ადვოკატი იმუშავებს ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამაში, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულებებია:
- შრომის პოლიტიკა და შრომითი უფლებები;
- გარემოს დაცვითი პოლიტიკა;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები;
- უფლება სათანადო საცხოვრისზე.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;
- ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საქმიანობის სფეროში ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასებების მომზადება;
- საველე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით;
- საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრეინინგების ჩატარება;
- სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა, საქმიანობის სფეროსა და წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით;
- საქმიანობის სფეროსა და წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმიანობის სფეროსთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი საჯარო ან კერძო სამართლის მიმართულებით);
- სამოქალაქო სამართლის ან საერთო მიმართულების ადვოკატის მოწმობა;
- კერძო ან საჯარო სამართლის სფეროში სასამართლო დავების წარმოების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ადამიანის უფლებების, სამართლიანობის და თანასწორობის იდეების რწმენა;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას და ხედვას ადამიანის უფლებათა სამართალში, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე საქმეების ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობას მისცემს.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება/წერა;
- სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
- პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
- კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფებთან, პარტნიორებთან, სახელმწიფოს უწყებების წარმომადგენლებთან, მედიასთან და სხვა აქტორებთან;
- პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
- კოლექტიური მუშაობა.
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- MS Office კარგ დონეზე ცოდნა.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
- დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ადვოკატის მოწმობის ასლი.
- დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
- გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 6 მარტი 00:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: