[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ვაკანსიები

სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის პოზიციაზე.

სოციალური პოლიტიკის პროგრამის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შექმნის ხელშეწყობა.

პროგრამა მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • შრომის პოლიტიკა და შრომის უფლება;
  • უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და საცხოვრებლის უფლება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები;
  • მწვანე პოლიტიკა;
  • სოციალური პოლიტიკა და დაკავშირებული სხვა საკითხები;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრის მისია/ხედვის, პროგრამული მიმართულებების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ  მითითებულ ბმულზე: https://socialjustice.org.ge/ka

დირექტორის ძირითადი მოვალეობების აღწერა:

პროგრამის დირექტორი, დირექტორთა საბჭოსთან ერთად, პასუხისმგებელია  ორგანიზაციის სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე, მის სათანადო ფუნქციონირებასა და ორგანიზაციის მუდმივ, სტაბილურ განვითარებაზე.  გარდა ორგანიზაციულ მართვაში მონაწილეობისა, ის ხელმძღვანელობს შესაბამის პროგრამულ მიმართულებას, უზრუნველყოფს მის  წარმომადგენლობას,  ეფექტიან მართვას და მდგრად განვითარებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

ორგანიზაციის მართვა (საბჭოს წევრებთან ერთად)

  1. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და მისი სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ორგანიზაციის  სტრატეგიული ამოცანების, ხედვების, პრიორიტეტების ინიცირებას, განსაზღვრას, მისი აღსრულების პროცესის დაგეგმვასა და მასზე სათანადო ზედამხედველობას;
  2. ორგანიზაციის გამართული საჯარო პოზიციონერების უზრუნველყოფა; ხოლო განსაკუთრებული სიტუაციების დროს რთულ და სენსიტიურ გამოწვევებზე სათანადო რეაგირება და მიმდინარე პროცესების შესაბამისი მართვა;
  3. ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ახალი საპროექტო იდეებისა და ინიციატივების მომზადება, მათი შემუშავების პროცესში მონაწილეობა და სათანადო კომუნიკაცია  დონორ ორგანიზაციებთან;
  4. ორგანიზაციის ეფექტიანი წარმომადგენლობა პროგრამული მიმართულებით სტრატეგიული საკითხების აქტუალიზების/ადვოკატირების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ აქტორების წინაშე, სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა და შეხვედრებზე საჯარო პოზიცინორების, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციის გზით;

პროგრამის მართვა:

  1. პროგრამული ხედვის, ამოცანების, პრიორიტეტების, სამუშაო მეთოდებისა და მიდგომების შემუშავება/განახლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და გამოწვევების გათვალისწინებით;
  2. პროგრამული მიმართულების სტრატეგიული მართვა, პროგრამის ამოცანების, მიზნების მისაღწევად, შესაბამისი პროცესებისა და სამუშაოების დაგეგმვა და მათი ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა;
  3. პროგრამის თემატური მიმართულებების განვითარების მიზნით სამუშაოების განხორციელების სტრატეგიული დაგეგმვა, პროცესების ზედამხედველობა და პროგრამის გუნდთან ერთად მათი ეფექტიანი აღსრულება;
  4. მიმდინარე პროექტების, მათ შორის, პროექტების ფინანსური ნაწილის, სათანადო და ეფექტიან აღსრულებაზე ზედამხედველობა და პროგრამის პარტნიორებთან ეფექტიანი და სათანადო კომუნიკაცია.
  5. პროგრამის სამუშაო თემებთან კავშირში შესაბამის სოციალურ ჯგუფებთან, თემ(ებ)თან, აქტივისტებთან და სხვა დაკავშირებულ აქტორებთან სათანადო, სანდო და სისტემატიური კომუნიკაცია;
  6. პროგრამული ამოცანების და მიზნების მისაღწევად საჭირო ფინანსური რესურსის სისტემატიური მოძიება და პროგრამის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა;
  7. პროგრამის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო კოორდინაცია, მათ მიერ გაწეული სამუშაოს ზედამხედველობა, თანამშრომლების სამუშაო პროცესის მართვა (თანამშრომლების  სათანადო, გონივრულ და სამართლიანი ჩართულობის უზრუნველყოფა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა);

საჭირო კვალიფიკაცია

  • მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის ან სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით;
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება და გუნდის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები

  • ორგანიზაციის მიერ გაცხადებული პოლიტიკური იდეებისა და ღირებულებების აღიარება;
  • ჰორიზონტალური მენეჯმენტის, კოლექტიური და დემოკრატიული მართვის პრინციპების აღიარება და პატივისცემა;
  • საჯარო და ორგანიზაციული პროცესების სტრატეგიული ხედვა;
  • პროგრამული თემატიკის ღრმა ცოდნა, მაღალი პროფესიული დონე და სათანადო სამუშაო/აკადემიური გამოცდილება;
  • აკადემიური წერა;
  • სამუშაო პროცესების სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
  • პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
  • პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
  • ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა;

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • ორგანიზაციის და პროგრამის განვითარების ხედვა (ორგანიზაციის საქმიანობის ანალიზი მისია/ხედვასთან მიმართებით და მისი განვითარების შესაძლო გზები; პროგრამის მიზნების/ამოცანების, სამუშაო მიდგომებისა და მეთოდების ანალიზი და განვითარების სამომავლო ხედვა) დოკუმენტი არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს.
  • CV;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];

 გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წარმოდგენილი ხედვების საფუძველზე. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის  ეტაპებს. 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“