[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ვაკანსიები

სოციალური მედიის სპეციალისტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს ადამიანის  უფლებებსა და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე მომუშავე მემარცხენე და ფემინისტურ ორგანიზაციას. 

ორგანიზაცია სისტემურად მუშაობს სოცილურად და ეკონომიკურად ნაკლებად პრივილეგირებული და მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის და ინკლუზიის, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების, სტრუქტურული ძალადობისა და სოციალური ჩაგვრის საკითხებზე. სამუშაო პროცესში იყენებს კვლევის, კრიტიკული ცოდნის შექმნის, ადვოკატირების და თემთა შორის დიალოგისა და სოლიდაობის მშენებლობის მიმართულებით.

  • ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://socialjustice.org.ge  

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საკომუნიკაციო არხების (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram, Tiktok, Youtube, ვებგვერდი) ადმინისტრირება; ორგანიზაციის პუბლიკაციებისა და ვიზუალური კონტენტის (ვიდეო, ფოტო და სხვა) გამოქვეყნება  და განახლება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • ციფრული და სტრატეგიული პროექტების კონცეფციისა და ვიზუალური მასალის შექმნის დაგეგმვა და პროცესის მართვა;
  • სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, დავალებების (ბრიფის) დაწერა, პროცესის კურირება და აღსრულება;
  • სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელება;
  • სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
  • სფეროში არსებული ტენდენციების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
  • სოციალური არხების შედეგების პერიოდული ანალიზი და ანგარიშგება;
  • კომუნიკაციების მენეჯერის დახმარება და რელევანტური სამუშაო დავალებების შესრულება.

საჭირო კვალიფიკაცია:

  • ბაკალავრის ხარისხი მედიის, კომუნიკაციების ან სხვა შესაბამის სფეროში;
  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული სფეროს მიმართულებით.

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
  • პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
  • ვიზუალური და შემოქმედებითი ხედვა;
  • პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
  • სტრესის მართვა;
  • კოლექტიური მუშაობა.

პროფესიული და სპეციფიური მოთხოვნები/უნარები:

  • ქართულ და ინგლისურ ენებზე მაღალ დონეზე საუბრისა და წერის უნარი;
  • სოციალური მედიაში კამპანიების მართვის გამოცდილება;
  • Google Analytics, Facebook Ads Manager-ის ცოდნა;
  • ქოფირაითინგის პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია გრაფიკული (Adobe Photoshop, Illustrator) და სამონტაჟო პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

სამუშაო პირობებთან დაკავშირებული დამატებითი იფნორმაცია:

  • სახელფასო განაკვეთი: 2296 – 2806 (დარიცხული ხელფასი) განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი;
  • ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (საოფისე/დისტანციური);
  • ხელმძღვანელი: კომუნიკაციების მენეჯერი.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სოციალური მედიის სპეციალისტი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და  გასაუბრების საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დამატებით იყოს კონკრეტული  დავალების შესრულება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ივნისი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“