[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ვაკანსიები

სოციალური მედიის მენეჯერი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

მოვალეობები

  • ორგანიზაციის სოციალური მედიის მართვა;
  • ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების შესწავალა, ანალიზი და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასახვა;
  • ორგანიზაციის სოციალური მედიის აუდიტორიის შესწავლა, ზრდა და engagement-ის უზრუნველყოფა ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიასთან შესაბამისობაში;
  • განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისი მულტიმედია და სხვა კონტენტის შექმნის კოორდინირება;
  • სოციალურ მედია პლატფორმებზე გასატანი ტექსტების, გზავნილების ეფექტურად ჩამოყალიბება, შექმნა და განთავსება;
  • სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება;
  • ციფრული არხების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება კომუნიკაციის, მედიის, სოციალური მეცნიერებების სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე, ან მედიის და კომუნიკაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
  • მულტიმედია სთორითელინგის პრინციპებისა და სამონტაჟო/გრაფიკული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია სოციალურ მედიაში კამპანიების მართვის გამოცდილება;
  • Facebook გვერდის ადმინისტრირება - სპონსორინგის და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა;
    Google Analytics, Facebook Ads Manager - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის წევრს ქონდეს ადამიანის უფლებების, სამართლიანობის და თანასწორობის იდეების რწმენა.

უნარ-ჩვევები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინოვატორული მიდგომები;
  • სამუშაო პროცესის დამოუკიდებელი დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
  • პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
  • სტრესის მართვა;
  • კოლექტიური მუშაობა;

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • თქვენი მონაწილეობით შექმნილი პროდუქტების (პლატფორმების, კამპანიების, მულტლიმედია მასალებისა და ა.შ) ამსახველი მასალა

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ სოციალური მედიის მენეჯერი

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დავალების შესრულების შემდგომ.

EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა  12 მარტიარასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“