“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.
ადვოკატი იმუშავებს EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამაში, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულებებიც არის:
- სასამართლო სისტემა;
- სამართალდამცავი ორგანოები;
- ნარკოპოლიტიკა;
- უსაფრთხოების სექტორი;
- სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- ბენეფიციარის ინტერესების დაცვა და წარმოდგენა საგამოძიებო ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოების წინაშე;
- ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება;
- საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;
- საქმიანობის სფეროში ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასებების მომზადება;
- საველე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებების მდგომარეობის დოკუმენტირებისა და დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით;
- საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრეინინგების ჩატარება;
- სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა, საქმიანობის სფეროსა და წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით;
- საქმიანობის სფეროსა და წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
- პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის სფეროსთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით);
- სისხლის სამართლის ან საერთო მიმართულებით ადვოკატის მოწმობა;
- სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია, ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
- შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ადვოკატის მოწმობის ასლი.
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სისხლის სამართლის ადვოკატი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 5 აგვისტო. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ტელ: +995 32 2 233 706
ელ-ფოსტა:[email protected]
https://www.facebook.com/EMCRIGHTS/