“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.
ადვოკატი იმუშავებს EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამაში, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულებებიც არის:
- სასამართლო სისტემა;
- სამართალდამცავი ორგანოები;
- ნარკოპოლიტიკა;
- უსაფრთხოების სექტორი;
- სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;
- მისი საქმიანობის სფეროში ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასებების მომზადება;
- სავალე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით;
- მისი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრეინინგების ჩატარება;
- მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ იმ ოფიციალურ შეხვედრებში, რომელიც ორგანიზაციაში მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებს უკავშირდება;
- მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
- პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმიანობის სფეროსთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით);
- სისხლის სამართლის ან საერთო მიმართულებით ადვოკატის მოწმობა;
- სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია, ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
- შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას ადამიანის უფლებათა სამართალში, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე საქმეების ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობას მისცემს.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ადვოკატის მოწმობის ასლი.
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სისხლის სამართლის ადვოკატი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ტელ: +995 32 2 233 706
ელ-ფოსტა:[email protected]
https://www.facebook.com/EMCRIGHTS/