საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში აცხადებს ვაკანსიას - რეგიონებში მომუშავე იურისტის პოზიციაზე.
იურისტი იმუშავებს საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “არა-დომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით“ ფარგლებში, რომლის მიზანია არადომინანტი რელიგიური/ეთინიკური ჯგუფების უფლებების დაცვა და მათი დემოკრატიული მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მყარი მობილური იურიდიული კლინიკების ამუშავება აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისა და პრაქტიკების იდენტიფიცირების, სამართლებრივი დახმარების და გამოვლენილ საჭიროებებთან დაკავშირებით ადვოკატირების პროცესის ორგანიზების მიზნით.
კლინიკები თითოეულ რეგიონში იმოქმედებს 8-8 თვის განმავლობაში. მობილური კლინიკის ორგანიზების მიზნით იურისტი რეგიონებში პერმანენტულად იმუშავებს. ადგილზე ცხოვრების ხარჯები ორგანიზაციის მიერ იქნება უზრუნველყოფილი.
იურისტის ძირითადი საქმიანობა იქნება:
მოთხოვნები:
სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას ადამიანის უფლებათა სამართალში, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე საქმეების ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობას მისცემს.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected]; გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - რეგიონებში მომუშავე იურისტი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ტელ: +995 32 2 233 706
ელ-ფოსტა:[email protected]
ინსტრუქცია