სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური იურისტის/კოორდინატორის პოზიციაზე.
რეგიონალური იურისტი/კოორდინატორი იმუშავებს ცენტრის თანასწორობის პროგრამაში, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულებებია:
- არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვა და მათ მიმართ სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს მშენებლობის ხელშეწყობა;
- არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვა;
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- რეგიონებში არსებული საჭიროებების, წუხილების და გამოწვევების კვლევა და შესწავლა
- საველე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით;
- ადგილობრივი მოსახლეობის თვითორგანიზების მხარდაჭერა
- რეგიონებში (ქვემო ქართლი, კახეთი, ჯავახეთი) ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- ადგილობრივ საქმეებზე განცხადებებისა და საჩივრების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;
- საქმიანობის სფეროში ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასებების მომზადებაში მხარდაჭერა;
- სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა, საქმიანობის სფეროსა და წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით;
- საქმიანობის სფეროსა და წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და ადგილობრივ და ცენტრალურ მედიასთან კომუნიკაცია;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმიანობის სფეროსთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი საჯარო ან კერძო სამართლის მიმართულებით);
- სამოქალაქო სამართლის ან საერთო მიმართულების ადვოკატის მოწმობა (სასურველია);
- ადამიანის უფლებების, სამართლიანობის და თანასწორობის იდეების რწმენა;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას და ხედვას ადამიანის უფლებათა სამართალში, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე საქმეების ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობას მისცემს.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება/წერა;
- სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
- პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
- კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფებთან, პარტნიორებთან, სახელმწიფოს უწყებების წარმომადგენლებთან, მედიასთან და სხვა აქტორებთან;
- პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
- კოლექტიური მუშაობა.
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- MS Office კარგ დონეზე ცოდნა.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
- დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ადვოკატის მოწმობის ასლი (სასურველია).
- დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ რეგიონალური იურისტი/კოორდინატორი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: