საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ დაფინანსებული პროექტის - “ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის ადვოკატირება” - ფარგლებში, აცხადებს კონკურსს რაოდენობრივი მკვლევრის პოზიციაზე.
რაოდენობრივი მკვლევარის სამუშაო ფოკუსირებული იქნება ხელმისაწვდომი საცხოვრისისა და საბინაო ფონდის მობილიზების საკითხებზე, მათ შორის, ხელმისაწვდომი საცხოვრისის მექანიზმის დანერგვის პროცესში ფინანსების ალოკაციაზე, საბინაო ფონდის მობილიზების პროცესში საქართველოს კონტექსტისთვის ადეკვატურ ეკონომიკურ გათვლებსა და ფინანსების შესაბამისად ზემოაღნიშნული პროგრამების დანერგვის სავარაუდო მასშტაბებზე.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
სამუშაოს ხანგრძლივობა: 2022 წლის ივლისი - აგვისტო
ანაზღაურება: შესრულებული სამუშაოსთვის სრული ანაზღაურება შეადგენს 3 000 ლარს, რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
მოთხოვნები:
სასურველია, კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას სოციალური უფლებების დაცვისა და საცხოვრისის გარანტირების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected].
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - რაოდენობრივი მკვლევარი
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ინსტრუქცია