[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ვაკანსიები

მულტიმედია პროდუქტების კონკურსი  - ქალთა შრომა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), პროექტის „ბარიერების მოხსნა, რომელიც ხელს უშლის ქალთა თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე“ ფარგლებში აცხადებს მულტიმედია პროდუქტების კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მულტიმედია პროდუქტების მომზადებით დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს ან ორგანიზაციას. კონკურსის პირველ ეტაპზე, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მულტიმედია პროდუქტის იდეა. საუკეთესო კონცეფციას კონკურსის ჟიური შეარჩევს. მეორე ეტაპზე, გამარჯვებულებმა უნდა მოამზადონ პროდუქტები, რომლებიც განთავსდება ორგანიზაციის პლატფორმებზე.

გამარჯვებული იდეა დაფინანსდება 3 000 ლარით (გადასახადების ჩათვლით).

პროდუქტი უნდა შეეხოს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან რომელიმეს, ან რამდენიმეს:

  • პანდემია და ქალთა შრომა
  • ქალები და არაფორმალური სექტორი
  • გენდერულად უთანასწორო სახელფასო სტრუქტურა (gender wage gap)
  • ქალთა შრომითი ემიგრაცია
  • პროფესიული, კარიერული და კულტურული ბარიერები, რომლებიც ქალთა ეკონომიკურ მონაწილეობას ზღუდავენ
  • გენდერული უთანასწორობა და განათლების სექტორი
  • შინ შრომა და უხილავი შრომა

საკონკურსო კონცეპტის მიღების ბოლო ვადაა 6 სექტემბერი. განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ ველი) მიუთითეთ: კონკურსი.

გთხოვთ განაცხადს დაურთოთ თქვენი CV/პორტფოლიო და თქვენს მიერ შესრულებული მულტიმედია პროდუქტების ბმული.

შეფასების კრიტერიუმები:

  • საკონკურსო თემასთან შესაბამისობა
  • თემის აქტუალურობა, საჯარო ინტერესი, პრობლემის ხედვა
  • ვიზუალური თხრობა
  • საკითხის ორიგინალური გააზრება; არგუმენტაცია
  • ეთიკური სტანდარტები;

* ყველა აპლიკანტს ვთხოვთ გაითვალისწინოს პანდემიით გამოწვეული რისკები და შეზღუდვები. საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტებს შეეძლებათ პროექტის მოდიფიკაცია.

*  პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის - ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა  (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ერთობლივად) 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“