სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი-იურისტის პოზიციაზე.
შერჩეული კანდიდატი იმუშავებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამაში და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროები იქნება:
- სისხლის სამართლის პოლიტიკა;
- დანაშაულის პრევენცია და სასკოლო უსაფრთხოება;
- ნარკოპოლიტიკის რეფორმა;
- სამართალდამცავი სისტემის რეფორმები.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
- კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
- სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა;
- პროგრამის ბენეფიციარებთან პერიოდული შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
- ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
- მედიასთან კომუნიკაცია;
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის, ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების რწმენა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ -მკვლევარი-იურისტი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 დეკემბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: