[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ვაკანსიები

მკვლევარი/პროექტის კოორდინატორი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი/პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით.

მკვლევარი-კოორდინატორი იმუშავებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამაში  და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროები იქნება:

  • ეთნიკური უმცირესობების უფლებები
  • რელიგიის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობების უფლებები

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
  • კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
  • შესაბამის თემებში ორგანიზაციის მუშაობის დღის წესრიგებზე, სტრატეგიებზე, პრიოირიტეტებზე მუშაობა, პროგრამის გუნდთთან ერთად;
  • ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
  • პროექტების მართვა - პროექტული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება;
  • ახალი პროექტების იდეებსა და კონცეფციებზე მუშაობა;
  • დონორებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
  • პროექტში ჩართული თანამშრომლების სამუშაო პროცესების კოორდინირება;
  • პროექტული ანგარიშების მომზადება;
  • სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის და მხარდაჭერის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა, მათ გაძლიერებზე მიმართულ სამუშაოებში მონაწილოება;
  • მედიასთან კომუნიკაცია;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის, ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების  რწმენა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

  • მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 27 მაისი არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
  • მკვლევარი/პროექტების კოორდინატორი - 2583 - 2841 (დაირიცხული - Gross) - ხელფასი განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: socialjustice.org.ge

FB: socialjustice.org.ge

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“