[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ვაკანსიები

მენტორი ადვოკატი

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2019 წლის 10 აპრილი - 2019 წლის 30 ნოემბერი

მენტორი ადვოკატის სამუშაო აღწერილობა:

EMC აცხადებს კონკურსს სისხლის სამართლის სფეროში მენტორი ადვოკატის შერჩევის მიზნით. მენტორი ადვოკატის შესასრულებელი სამუშაო მოიცავს, EMC-ის სისხლის სამართლის ადვოკატების მხარდაჭერას ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სტრატეგიის დაგეგმვის და განხორციელების კუთხით.

ამ მიზნით, EMC შეარჩევს ერთ მენტორ ადვოკატს, რომელიც 2019 წლის 10 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, იმუშავებს ორგანიზაციის სისხლის სისხლის სამართლის ადვოკატებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დასახული მიზნების მიღწევის მიზნით. შერჩეულ მენტორ ადვოკატთან EMC გააფორმებს მომსახურების ხელშეკრულებას. 

მენტორი ადვოკატის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავს:

  • EMC-ის პროგრამულ მიმართულებებთან კოორდინაციით სტრატეგიული საქმეების იდენტიფიცირებისთვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ორგანიზაციის ადვოკატებთან ერთად სტრატეგიების განხილვა, დაგეგმვა, პერიოდული რევიზია;
  • მუდმივი კოორდინაცია ორგანიზაციის სისხლის სამართლის ადვოკატებთან კომპლექსური სამართლებრივი საკითხების განხილვისა და შეთანხმების მიზნით;
  • სისხლის სამართლის საქმეებთან კავშირში EMC-ის მიერ მომზადებული დოკუმენტების შედგენაში მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში რევიზია და ადვოკატებისთვის სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოჩენა;
  • არაერთგვაროვან პრაქტიკასთან და რთულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაციის ადვოკატებისთვის სამართლებრივი რჩევების გაზიარება;
  • სისხლის სამართლის საქმეების წარმოების პროცესში წარმოშობილი სხვა საკითხების გადაწყვეტაში ადვოკატისთვის დახმარების აღმოჩენა.

მენტორი ადვოკატისთვის დაწესებული მოთხოვნები:

  • სისხლის სამართლის სფეროში იურისტად მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება;
  • EMC-ის ღირებულებების, ადამიანის უფლებების და თანასწორობის რწმენა;
  • მაღალი პროფესიული და მორალური ავტორიტეტი და ნდობა პროფესიულ წრეებში და საზოგადოებაში;

სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატთან მოლაპარაკებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მიმდინარე წლის 1 აპრილამდე, მისამართზე: [email protected] უნდა გამოაგზავნონ საკუთარი ბიოგრაფია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: სიითი ნომერი, სპეციალიზაცია და ადვოკატად მუშაობის ხანგრძლივობა.

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“