საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კონცეფცია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს დემოკრატიული სკოლების ციკლს და აანონსებს მიღებას “მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლაში”.
სკოლის მიზანია, აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიაწოდოს მონაწილეებს ქართული მართლმსაჯულების სისტემის არქიტექტურის, განხორციელებული რეფორმებისა და არსებული გამოწვევების თაობაზე, გააცნოს ევროინტეგრაციის პროცესში სასამართლო რეფორმის როლი, გამოკვეთოს სხვა სახელისუფლებო შტოების ეფექტიანი კონტროლის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ჩვენი სურვილია, დემოკრატიის სკოლების მონაწილეებთან ერთობლივი თანამშრომლობითი ფორმატებისა და საინფორმაციო სივრცეების შექმნა და შენარჩუნება. შესაბამისად, სკოლის 3 წარმატებული კურსდამთავრებული, ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თემატურ კვლევით საქმიანობაში.
ტექნიკური ინფორმაცია
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ: სამოქალაქო აქტივისტებს, რეგიონული და სათემო ორგანიზაციების წევრებს, მართლმსაჯულების, დემოკრატიისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს, სამართალმცოდნეობისა და სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებულნი.
კონკურსის წესი: 2-ეტაპიანი, განაცხადების მიღება და წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება.
განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლის თემატიკა
მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლა იმართება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია