საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს სტაჟირებას EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამაში.
შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ეძლევა შეუერთდეს მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის გუნდს, ჩაერთოს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებზე მუშაობის და მონიტორინგის პროცესში. EMC-ის გუნდთან სტაჟიორი მოამზადებს სამართლებრივ შეფასებებს, კვლევებსა და მონიტორინგის ანგარიშებს.
მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლიანი და მაღალი სოციალური მგრძნობელობის მქონე მართლმსაჯულების სისტემების შექმნის ხელშეწყობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების მყარი ინსტიტუციური საფუძვლები და თავისუფალია პოლიტიკური და სხვა ძალაუფლებრივი გავლენებისგან. მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამა მუშაობს იმ სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებაზე, რომელთა პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება, ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია და სოციალური კონტროლის ბერკეტების არსებობა, საფრთხეს უქმნის თავისუფალი, თანასწორი, სამართლიანი და ღირსეული გარემოს არსებობას. პროგრამის საქმიანობის მიმართულებებს შორის არის სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი ორგანოები, უსაფრთხოების სექტორი, ნარკოპოლიტიკა.
სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები:
მოთხოვნები
ჰონორარი: 200 ლარი
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე
განაცხადის წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 11 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ შესაბამის ველში მიუთითოთ ‘EMC_სტაჟირება’.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
EMC გასაუბრების მიზნით მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუკავშირდება, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩა #12ბ,
(032) 2 23 37 06
[email protected]
ინსტრუქცია