საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის წევრების შესარჩევად. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა აქტივისტებს და მკვლევრებს, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წესრიგის შესახებ, იფიქრონ უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების შექმნის გზებზე და ჩაერთონ აქტივიზმში.
კონცეფცია
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული აკადემიური და პოლიტიკური პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობით, არსებული ეკონომიკური წესრიგის ანალიზით, ეკოლოგიით, ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა აქტივისტებისა და მკვლევარებისთვის კრიტიკული თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და კოლექტიური მსჯელობის სივრცის შექმნას. პლატფორმის ფოკუსს ასევე წარმოადგენს მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო მოქმედების გზების ძიება.
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა საშუალებას მისცემს მონაწილეებს იფიქრონ და იმსჯელონ გლობალური და ადგილობრივი პოლიტიკური მდგომარეობის კონტექსტუალიზებაზე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კრიზისების გამომწვევ მიზეზებზე, გამოავლინონ და მოიხელთონ ძალაუფლების სხვადასხვა ღერძი და მჩაგვრელობითი წყარო, ეძიონ მჩაგვრელობით სისტემებთან შეწინააღმდეგების ხერხები. აქტივიზმის ადგილობრივი პრაქტიკები ხშირად ვერ ახერხებს ავთენტური, ინკლუზიური და სამართლიანი დღის წესრიგის შექმნას, რომელიც ადგილობრივ კონტექსტს და რეალურ საჭიროებებს დაეფუძნება. პლატფორმა მიზნად ისახავს ამ ხარვეზის შევსებას და ახალი ტიპის კრიტიკისა და მოქმედებების გაჩენის ხელშეწყობას.
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა
პლატფორმის ფარგლებში, წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე, ჩატარდება 20 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომლებსაც გაუძღვებიან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირები აკადემიური სივრციდან და აქტივისტური წრეებიდან. პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე.
ფორმატი:
ტექნიკური დეტალები:
მონაწილეთა შერჩევა:
პლატფორმაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა
სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამასრულებელ კურსზე მყოფ) 21 წლიდან 35 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ახალგაზრდა აქტივისტებსა და მკვლევრებს. პლატფორმის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად შევსებული სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 სექტემბერი
სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის ორგანიზება ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია