სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს კონკურსს მკვლევრების პოზიციაზე ანთროპოლოგიის, სოციალური ან პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.
კვლევების თემატიკა:
- გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და მისი გავლენები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე;
- საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზების და ოსების საჭიროებების კვლევა.
კვლევითი პროცესი მოიცავს საველე სამუშაოებს, ფოკუს ჯგუფების ორგანიზებას და ჩატარებას კვლევასთან დაკავშირებულ ჯგუფებთან, ინტერვიუების აღებას, წერილობითი ანგარიშისა და სტატიის მომზადებას.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2 მკვლევარი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 2023 წლის აპრილი - სექტემბერი
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და მისი გავლენები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე
- კვლევის მეთოდოლიგიის შემუშავება;
- თეორიული ლიტერატურის დამუშავება და მიმოხილვის მომზადება;
- კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობასთან საველე მუშაობა/ვიზიტები გამყოფ ხაზებზე და კონფლიქტის რეგიონების მიმდებარე სოფლებში/ქალაქებში;
- ფოკუს ჯგუფების და ინტერვიუების ორგანიზება და ჩატარება კონფლიქტით დაზარალებულ შემდეგ ჯგუფებთან: დევნილები, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა, გალის და ახალგორის მოსახლეობა; აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა;
- წერილობითი ანგარიშის მომზადება
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზების და ოსების საჭიროებების კვლევა
- კვლევის მეთოდოლიგიის შემუშავება და შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა;
- საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზებ და ოს თემთან ფოკუს ჯგუფების და ინტერვიუების ჩატარება/ორგანიზება მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით;
- კვლევის მიზნებისთვის საჭირო საველე გასვლების ორგანიზება/მონაწილეობა
- წერილობითი ანგარიშის მომზადება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ანთროპოლოგიის, სოციალური ან პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი);
- აკადემიური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებში ან/და ეთნიკურ უმცირესობათა საკითხების კვლევის ან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
- შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სასურველია, კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- CV
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი.
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - მკვლევარი და კვლევის თემატიკა რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.
- კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
- მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 მარტი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: