სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას - კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის საკომუნიკაციო პოლიტიკის, სტრატეგიისა და ხედვის შემუშავება;
- ორგანიზაციის საკომუნიკაციო პლატფორმების განვითარებაზე ზრუნვა/ანალიზი;
- ორგანიზაციის იმიჯსა და პოზიციონირებასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციების მართვა;
- პროგრამის თემატური მიმართულებების საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და აღსრულება;
- პროექტების ფარგლებში განსაზღვრული საკომუნიკაციო აქტივობების დაგემვა და აღსრულება;
- ორგანიზაციისა და შესაბამის თემატურ მიმართულებებთან დაკავშირებული შეხვედრების, ტრენინგების, დისკუსიების, პრესკონფერენციის და სხვა სახის ღონისძიებების საკომუნიკაციო მიმართულების დაგეგმვა და აღსრულება;
- მედიასთან ურთიერთობა და მედია სტრატეგიის შემუშავება;
- კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა/კონტენტის ვიზუალიზაცია;
- მულტიმედია კონტენტის დაგეგმვა;
- ვებ-გვერდის ტექსტების რედაქტირება;
- ვიზუალური მასალების შინაარსობრივი ნაწილის დაგეგმვა და შესაბამის გუნდთან ერთად აღსრულების უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციის წლიური ანგარიშის მომზადება;
- პროექტებით გათვალისწინებული კამპანიების დაგეგმვა/აქტივობების განხორციელება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის (ან მათთან დაკავშირებული რელევანტური) მიმართულებით;
- მედია საშუალებებთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გამოცდილება;
- სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- შემოქმედებითობა;
- თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის იდეების რწმენა;
- გუნდის მართვის და მხარდაჭერის უნარები.
- კომუნიკაციების მენეჯერი გუნდთან ერთად იმუშავებს, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სპეციალისტით.
- გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე (ანაზღაურებადი).
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
** შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected];
- გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - კომუნიკაციების მენეჯერი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 9 ოქტომბერი, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: