[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ვაკანსიები

იურისტ-ანალიტიკოსი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იწვევს გამოცდილ იურისტ-ანალიტიკოსებს საქართველოში მოქმედი დანაშაულის პრევენციის მოდელისა და სტრატეგიების შესწავლისა და კვლევითი დოკუმენტის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

მკვლევარ-ანალიტიკოსს დაევალება დანაშაულის პრევენციის საკითხზე ანალიტიკური დოკუმენტის შემუშავება.

კვლევის ფარგლებში, იგი შეისწავლის რელევანტურ საკანონმდებლო ბაზასა და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებს.  კვლევის მიზანია დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული აკადემიური ლიტერატურის შესწავლა, დანაშაულის პრევენციის თეორიული სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვა და საქართველოში მოქმედი პრევენციის მოდელების თეორიული და პრაქტიკული პერსპექტივებიდან გაანალიზება. კვლევის ფარგლებში უნდა განხორციელდეს დანაშაულის პრევენციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების ინსტიტუციური როლების გამოკვეთა და მათ მიერ დღემდე შესრულებული სამუშაოს კრიტიკული ანალიზი.

ანალიტიკურმა დოკუმენტმა თავი უნდა მოუყაროს საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებისა და აღსრულების პროცესებს და ამ კონტექსტში ჩამოყალიბებული დანაშაულის პრევენციის სტრატეგიების მეშვეობით მიღწეულ წარმატებებს და გამოკვეთილ ნაკლოვანებები. დოკუმენტში უნდა გაანალიზდეს დანაშაულის პრევენციის ეფექტური სისტემისთვის საჭირო ელემენტები და შემოგვთავაზოს რეკომენდაციები ამგვარი სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

დოკუმენტზე მუშაობის ვადები:

აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისთვის დაიდება ხელშეკრულება 5 თვის ვადით.

თანამშრომლობისა და კვლევითი სამუშაოს დაწყების ვადაა 08.08.2022. ანალიტიკური დოკუმენტის ჩაბარების ბოლო ვადაა 30.10.2022 წელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი 2 თვე განსაზღვრულია ანალიტიკური დოკუმენტის ბეჭდვის და საჯარო წარდგენისთვის მომზადებისთვის.

მკვლევარ-ანალიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდგომ კრიტერიუმებს:

  • ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში, ადამიანის უფლებების სამართალში, ან სხვა მჭიდროდ დაკავშირებულ დისციპლინაში. დოქტორის ხარისხი ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასამართლოს, სამართალდამცავი ორგანოების და ადამიანის უფლებების მიმართულებით კვლევითი, ანალიტიკური, აკადემიური ან პრაქტიკული გამოცდილება, არანაკლებ 5 წლისა;
  • ანალიტიკურ დოკუმენტებზე (კვლევა, ანგარიში, სტატია და ა.შ) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა. დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და სამართალდამცავი სისტემის სიღრმისეული ცოდნა;
  • გამორჩეული აკადემიური, კვლევითი და წერითი უნარები;
  • შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაოს სრულყოფილად შესრულების უნარები.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
  • სამოტივაციო წერილი და შესასრულებელ ანალიტიკურ დოკუმენტთან დაკავშირებული კონკრეტული ხედვა;
  • შესრულებული ანალიტიკური ან აკადემიური ნამუშევრების ელ-ვერსიები (მაქსიმუმ 5 დოკუმენტი);
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 2 აგვისტო.

  • განაცხადები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]
  • კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იტოვებს უფლებას, კანდიდატს მოსთხოვოს კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იტოვებს უფლებას, რომ კანდიდატს მოსთხოვოს პრაქტიკული ანალიტიკური დავალების შესრულება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“