[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ვაკანსიები

ფონდების მოძიების სპეციალისტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს ვაკანსიას ფონდების მოძიების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფონდების მოძიების სპეციალისტის პოზიცია გულისხმობს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ფონდების მოძიების პროცესის სათანადო და ეფექტიან დაგეგმვასა და აღსრულებას; ფონდების მოძიების მოქმედი სისტემისა და პრაქტიკის მუდმივად განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ასევე, ორგანიზაციისა და შესაბამისი პროგრამების მხარდაჭერას დონორ ორგანიზაციებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ან/და პოტენციურ პარტნიორებთან ეფექტიან კომუნიკაციაში.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • საპროექტო განაცხადის მომზადების პროცესის სრული კოორდინაცია და შესაბამის გუნდთან ერთად საპროექტო განაცხადზე მუშაობა/საპროექტო განაცხადის მომზადება;
  • ფონდების მოძიების მოქმედი სისტემის მართვა და მონაცემთა ბაზების/ინფორმაციის წარმოება.
  • ორგანიზაციის სამუშაო თემატიკისა და ღირებულების თანხვედრი დონორი ორგანიზაციების სისტემატიური მოძიება და რელევანტური საგრანტო განცხადებების იდენტიფიცირება;
  • საპროექტო განაცხადის მომზადების მიზნით მონაწილეობა შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან და სხვა აქტორებთან გამართულ შეხვედრებსა და სხვა სახის კომუნიკაციაში;
  • ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პროექტების სტატისტიკური და თვისებრივი ანალიზის მომზადება;
  • ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის მართვაში, დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციასა და ანგარიშგების პროცესში პროექტის გუნდის მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის მიერ შექმნილი საჯარო განცხადებების, კორესპონდენციის თუ სხვადასხვა ტიპის მასალების თარგმნა ინგლისურ ენაზე.
  • დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტიანი, პროაქტიული და თანამშრომლობითი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ამ მიზნით, მათთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზება, ინფორმაციის გაზიარება, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ფორმატების იდენტიფიცირება.

საჭირო კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება სასურველია სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებისა და/ან მენეჯმენტის მიმართულებით.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა და ორივე ენაზე აკადემიური წერის სრულყოფილი უნარები;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ფონდების მოძიების და/ან პროექტების მართვის მიმართულებით.
  • სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების  რწმენა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];  / გთხოვთ, ელ-ფოსტის  subject  ველში მიუთითოთ ფონდების მოძიების სპეციალისტი.

  • კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს;
  • მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა  8 ოქტომბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.   

 

 

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“