[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ვაკანსიები

ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ფინანსური მენეჯერის ასისტენტის ფუნქცია და მოვალეობები:

  • ორგანიზაციის პირველადი საფინანსო დოკუმენტების მომზადება/დაარქივება;
  • ორგანიზაციის საბანკო ამონაწერის დამუშავება;
  • გადარიცხვების წარმოება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • დონორ ორგანიზაციებთან გასაგზავნი პირველადი დოკუმენტაციის მომზადება თითოეული დონორის მოთხოვნების შესაბამისად;
  • ბუღალტრული სისტემის მართვა და ინფორმაციის რეგულარული შეყვანა;
  • საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ორგანიზება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
  • საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გპირდებით:

  • მეგობრულ, კეთილგანწყობილ და სატაბილურ გარემოს;
  • საინტერესო გამოწვევებს და გამოცდილებას;
  • ახალი ცოდნის შეძენას.

მინიმალური ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა  უნდა გამოაგზავნონ  ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ EMC-ის ფინანსური მენეჯერის ასისტენტი. 

  • რეზიუმე (СV); 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის აკადემიური ცოდნა ან/და სამუშაო უნარ-ჩვევები.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მარტი, 18:00 საათი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ოფისი: 0322 23 37 06

ელ-ფოსტა: [email protected]

https://www.facebook.com/pg/EMCRIGHTS

მის: თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩა #12ბ

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“